უცხოური პრესა 11.03.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1599107
უცხოური პრესა 11.03.2021

ფრანგული გაზეთი ლე მონდი: საფრანგეთმა, პირველი  კოსმოსური სამხედრო სწავლება წარმატებით ჩაატარა

ლე პარიზიენი: საფრანგეთის ილ-დე-ფრანსეს რეგიონის რეანიმაციულ განყოფილებებში ჰოსპიტალიზებული კოვიდ-19 პაციენტების რაოდენობა კატასტროფულად გაიზრდა

ტელეარხი ფრანსე 24: კომპანია Pfizer-BioNTech-ი, მარტის თვეში ევროკავშირს, კიდევ ოთხ მილიონ დოზა  Kovid-19-ის ვაქცინას გადასცემს

გერმანული ვებ გვერდი რნდ.დე: თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა ერდოღანმა და პუტინმა, თურქეთის ქალაქ მერსინში აქქუის მესამე ბირთვული რეაქტორის მშენებლობას, ვიდეო საზეიმო ცერემონიით ჩაუყარეს საძირკველი

ახალი ამბების სააგენტო დპა: ტექნოლოგიური გიგანტი კომპანია Apple, გერმანიაში ერთი მილიარდი ევროს ინვესტიციას დებს

ავსტრიული დერ სტანდარტი: ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, დღეს  პირველად ეწვევა არაბთა გაერთიანებულ საემიროებს

ელ პაისი (ესპანეთი): თურქეთი, სირიის ჩრდილოეთში  კონტროლს აძლიერებს

ლა ვანგარდია: ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ, AstraZeneca-ს ვაქცინა შეიძლება გამოსაყენებლად დაამტკიცოს 65 წლამდე ასაკის ადამიანებისათვის

 ტელესური (ვენესუელა): მექსიკის წარმომადგენელთა პალატამ მარიხუანას კანონი დაამტკიცა. ასე რომ, მექსიკაში მარიხუანის გაშენება, წარმოება, მოხმარება, განაწილება და ინდუსტრიალიზაცია, ლეგალიზებულ იქნა

ინგლისში გამომავალი არაბული გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: ისრაელის საოკუპაციო ძალებმა, იორდანიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე 5 პალესტინელი ბავშვი დააკავეს

ომანური ვათანი: ლიბიის პარლამენტმა, პრემიერ მინისტრ აბდულჰამიტ დუბაიბას მთავრობისადმი ნდობა მინიჭებით,  გზა გაუხსნა რიგგარეშე არჩევნებს

ალ ჯაზირა: ეკონომიკური თანამშრომლობის განსახილველად, ისრაელ-ეგვიპტეს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

რუსული საინფორმაციო პორტალი ლენტა.რუ: რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი: ”რუსეთი,  დოლარზე დამოკიდებულებას ეტაპობრივად მოიშორებს.”

როსიისკაია გაზეტა: გერმანიიდან ერთი ოჯახი რუსეთში სპეციალურად, “Sputnik V“ ვაქცინით ასაცრელად ჩამოვიდა

ვედომოსტი: იაპონიის აზრით, რუსეთთან მიმდინარე სამხრეთ კურილიის კუნძულების ტერიტორიული დავა მის სასარგებლოდ რომ გადაწყდეს, საჭიროა ხსენებული კუნძულების ბლოკადაში მოქცევა



მსგავსი ინფორმაციები