უცხოური პრესა 01.03.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1592544
უცხოური პრესა 01.03.2021

გერმანული დოიჩე ველე: რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ყველანაირ სამხედრო გადატრიალებებს,  კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული უწოდა

საინფრომაციო პორტალი ბრ.დე: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ: ”სრული სისწრაფით იმუშაონ” ვაქცინის პასპორტზე

ტაგესშაუ.დე: აშშ-ში ნება დართეს Johnson&Johnson/ჯონსონ და ჯონსონ (J&J) კორონავირუსის ვაქცინის გამოყენებას. ბაზარზე არსებული სხვა ვაქცინებისგან განსხვავებით, ამ ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზაც კი იცავს ინფიცირებისგან

ალ-რაია ალ-კატარია (კატარი): მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია:  კორონავირუსის წინააღმდეგ მსოფლიოში უკვე 225 მილიონი კაცი აიცრა

ელ-მუსტაკბალი (ლიბანი): სირიაში რუსული ვერტმფრენი ჩამოვარდა

ინგლისში გამომავალი არაბული გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: გაერო: საკვების მარაგი ვერ აღწევს 12,5 მილიონ სირიელამდე  

ჰერალდო (ესპანეთი): ჩინეთმა დაამტკიცა მესამე კორონავირუსის ვაქცინა

ინფობაე (არგენტინა): რუსეთმა განაცხადა, რომ “Sputnik Light/სპუტნიკ ლაიტ“ ვაქცინის ერთჯერადი დოზა საკმარისია კორონავირუსის საწინააღმდეგოდ და იგი დღეიდან გასაყიდად არის გატანილი მსოფლიო ბაზარზე

ტელესური (ვენესუელა): ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გამართულ დიდ დემონსტრაციაზე,  სოციალური რეფორმების გატარებას ითხოვენ

რუსული ჟურნალი ვოენნოე დელო: თურქეთმა განაცხადა, რომ რუსული ელექტრონული სამხედრო სისტემები, თურქული წარმოების სამხედრო უპილოტო საფრენ აპარატებს, “Bayraktar tb 2/ბაირაქტარ ტბ 2“-ს, ვერ შეაჩერებენ

საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი: აშშ-ის ექს-პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მისი ქვეყანა დამოკიდებული იქნება რუსულ ნავთობზე

საინფორმაციო პორტალი ვესტი.რუ: საჰაერო და კოსმოსური ძალების სამსახურში იქნებიან ათასობით უპილოტო თვითმფრინავები

ფრნაგული ტელეარხი ფრანსე 24: საფრანგეთში უარყოფითად შეაფასეს მთავრობის მიერ მიღებული "მოქალაქეთა კლიმატის შეთანხმება."

ლე მონდი: დონალდ ტრამპმა, გუშინ გავრცელებული განცხადებით, ყურადღების ცენტრში დააყენა თავისი შესაძლო ახლიდან დაბრუნების იდეა

ლე ფიგარო:  პარიზის რეგიონი ემზადება კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ახალი შემაკავებელი ზომების განსახორციელებლად



მსგავსი ინფორმაციები