უცხოური პრესა 24.02.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1589607
უცხოური პრესა 24.02.2021

გერმანული დოიჩე ველე: ანკარის განცხადებით, ბერძნულმა თვითმფრინავებმა ეგეოსის წყლებში, კვლევითი სამუშაოების ჩამტარებელი თურქული გემი “TCG Çeşme“ შეავიწროეს

დიეპრესს.კომ: გერმანიის სამხედრო სადაზვერვო სამსახურის ანგარიშის თანახმად, ამ ქვეყნის არმიაში, ექსტრემისტული მემარჯვენეობის ეჭვზე გამოძიებული საქმეების რაოდენობა გაიზარდა

ტაგესშაუ.დე: გერმანიაში ფედერალური მთავრობა და პროვინციები, ვაქცინაციის რიგობაში მასწავლებლების პრიორიტეტში შეთანხმდნენ

ინგლისში გამომავალი არაბული გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: ახალი დაპირისპირება ეგეოსის წყლებში .. საბერძნეთის სამხედრო თვითმფრინავებმაძალიან დაბალ სიმაღლეზე ჩაუფრინეს თურქულ გემს

ალ-დუსტური (იორდანია): თეირანმა განაცხადა, რომ ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებულ იმ დამატებითი ოქმიდან გამოდის, რომელიც იძლევა მისი ობიექტების სპეციალურ ინსპექტირებას

კატარული ტელეარხი ალ-ჯაზირა: აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ერაყის პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა ალ-ქაზიმიმ, პირველ სატელეფონო შეხვედრაზე, სარაკეტო თავდასხმების შეჩერებისა და დაეშთან ბრძოლის საკითხებზე ისაუბრეს

ფრანგული ლე პარიზიენი: კოვიდ-19: პარიზის ხალხმრავალ ქუჩებში, ალკოჰოლის მიღება შეიძლება აიკრძალოს

ლე ფიგარო: საფრანგეთის ქალაქ დანკერკში ინფიცირებულ შემთხვევათა რიცხვი 4–ჯერ მეტია, ვიდრე ქვეყნის საშუალო მაჩვენებელი, ამიტომ აქ ახალი შეზღუდვები დაწესდა

ლე მონდი:  ინტერნეტში, 500 000-მდე ფრანგის სამედიცინო მონაცემებმა გაჟონა

ელ პაისი (ესპანეთი): კოალიციური მთავრობის პარტნიორმა პარდემოსის პარტიის ლიდერმა პაბლო იგლესიასმა, პრემიერ-მინისტრ სანჩესს შეატყობინა, რომ იგი არ დაუჭერს მხარს ისეთ საბინაო კანონს, რომელიც არ შეზღუდავს ქირავნობის ფასის ზრდას

ელ მუნდო: ესპანეთის ორი უმდიდრესი ბიზნესმენი, 85 წლის ამანციო ორტეგა და 71 წლის ფერნანდო როიგი, ერთსა და იმავე გამოწვევებს აწყდებიან: კოვიდ -19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში ინტერნეტ გაყიდვების გაზრდა და დაახლოებით 140,000 თანამშრომლისათვის სამუშაოს შენარჩუნება

ტელესური (ვენესუელა): ახალი წლის აქეთ, ეკვადორის ციხეებში მომხდარი არეულობების შედეგად 75 პატიმარი დაიღუპა

რუსული გაზეთი კომერსანტი: 2020 წელს რუსეთის სახელმწიფო ვალი, 40 პროცენტით გაიზარდა

ვედომოსტის ახალი ამბების ვებგვერდი: სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა თქვა, რომ ყარაბაღის ბოლო ომში, რუსული წარმოების "ისკანდერი"-ს ტიპის რაკეტები არაფერში გამოადგათ

საინფორმაციო პორტალი ლენტა.რუ: რუსმა ჰაკერებმა, ორიონის სახელწოდების პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით, 100 ამერიკული კომპანია და 9 ინსტიტუტი დააზარალეს



მსგავსი ინფორმაციები