უცხოური პრესა 22.02.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1588035
უცხოური პრესა 22.02.2021

უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

ალ-დუსტური (იორდანიული გაზეთი): ისრაელმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში პალესტინელთა კუთვნილი 89 სახლი დაანგრია ანდა ყადაღა დაადო.

ინგლისში გამომავალი არაბული გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმის ოფისში მიიღო ეგვიპტელი მინისტრი და ეგვიპტის პრეზიდენტს, აბდულფეტაჰ ალ სისის მეგობარი უწოდა რა, მას დიდი მოკითხვა გადასცა.

კატარული ალ-რაია: კატარს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გააგრძელოს ფრანკოფონისადმი  (საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს ქვეყნებსა და რეგიონებს, რომლებსაც გარკვეული დამოკიდებულება აქვთ ფრანგული კულტურის მიმართ) მხარდაჭერა.

გერმანული დოიჩე ველე: კორონავირუსის საგანგაშო ზრდა დაფიქსირდა გერმანიაში.

ზიუდდოიჩე ცაიტუნგი: გერმანიის პროვინციებს სურთ ვაქცინაციის რიგის შეცვლა. დაგეგმილია უპირატესობა მიენიჭოთ მათ, ვინც ბაგა–ბაღსა და დაწყებით საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობს.

ფრანკბურთერ რუნდშაუ: აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი, 2024 წელს  გახდება თუ არა ახლიდან პრეზიდენტობის კანდიდატი? მისი გერის, ლარა ტრამპის განცხადებებმა ამ მიმართულებით დიდი ჭორები ააგორა.

ესპანური ელ პაისი: კატალონიის პოლიციის მიერ ავტონომიური რეგიონის ქუჩებში ძალადობის მართვის წესმა კიდევ უფრო გააღრმავა არასტაბილურობა.

მექსიკური ლა ხორნადა: 6 ადამიანი დაიღუპა მექსიკის საჰაერო ძალების კუთვნილ თვითმფრინავში, რომელიც ვერაკრუტის შტატში ჩამოვარდა.

კლარინი (არგენტინა): აშშ-მა, კოვიდ-19-ის გამო დაკარგა 500 ათასზე მეტი ადამიანი, რაც "პირველი და მეორე მსოფლიო ომებში" და "ვიეტნამის ომში" დაკარგულებზე მეტია.

რუსული პორტალი გაზეტა.რუ: აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა  უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ამერიკელი ჰაკერები მზად არიან საკადრისი პასუხი გასცენ რუსი ჰაკერების კიბერშეტევებს.

გაზეთი იზვესტია: ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სთხოვს, მკაცრი რეაგირება მოახდინოს რუსეთში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე.

საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი: სლოვაკეთის პრემიერ მინისტრმა იგორ მატოვიჩმა თავისი კაბინეტის წევრებს სთხოვა, დააჩქარონ რუსული წარმოების კორონავირუსის  “Sputnik V“ ვაქცინის შეძენა.

ფრანგული ლე მონდი: საფრანგეთში, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, პოლიციის წინააღმდეგ დანაშაულების რაოდენობა გაორმაგდა.

ლე ფიგარო: მიანმარის ხუნტამ გააფრთხილა დემონსტრანტები, რომ ისინი ძალადობის დროს შეიძლება დაიღუპონ.

ლიბერასიონი: კოვიდ-19-ის ზომები: ნიცაში (საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში) ტურიზმის სფერო დიდი კრიზისის წინაშე დგას.



მსგავსი ინფორმაციები