უცხოური პრესა 01.02.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1574920
უცხოური პრესა 01.02.2021

ფრანგული ლე მონდი: მიანმარის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი აუნგ სან სუ ჩიი  სამხედროებმა დააკავეს და ქვეყანაში  ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

ლე ფიგარო: უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, ევროპელებს რუსული და ჩინური ვაქცინებით დაუპირისპირდა

ბელგიური ლე სუარი: AstraZeneca გაზრდის იმ ვაქცინების რაოდენობას, რომელსაც ევროკავშირს გადასცემს

კატარული ალ-რაია: კორონავირუსის მენეჯმენტში ბრაზილია გახდა ყველაზე ცუდი ქვეყანა, ხოლო ახალი ზელანდია კი ყველაზე საუკეთესო

ომანური ვათანი: ომანმა, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 8 თებერვლამდე სახმელეთო საზღვრის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო

ინგლისში გამომავალი არაბული გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: ბრიტანული გაზეთი გარდიანი: ჩინეთში აღმოაჩინეს ახალი ვირუსი… მომაკვდინებელი და გადამდები, წყარო კი არის ღამურები

გერმანული პორტალი ნ-ტვ.დე: გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ჰორსტ ზიჰოფერი: "თუ აუცილებლობა არ არის, საზღვარგარეთ წასვლა სისულელეა."

დოიჩე ველე: თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი სამშაბათს, ბერლინში თავის გერმანელ კოლეგა კრამპ კარენბაუს  შეხვდება

ფაზ.ნეტ: პანდემიამ შეამცირა ინტერესი გერმანიის უნივერსიტეტების მიმართ

ესპანური ელ მუნდო: გაირკვა ესპანეთის გუნდის ბარსელონას კონტრაქტის დეტალები არგენტინელ ფეხბურთელთან ლიონელ მესისთან. ბარსამ 2017 წლიდან 2020 წლამდე მესის ჯამში 555 მილიონი ევრო გადაუხადა

ელ პაისი: ესპანეთის ეკლესიამ აღიარა პასუხისმგებლობა სექსუალური შევიწროების კიდევ 126 შემთხვევაზე

ელ ნასიონალი (ვენესუელა): მექსიკაში ვარაუდობენ, რომ კანადასთან ფრენების შეჩერების შედეგად გამოწვეული ზარალი 782 მილიონი დოლარ იქნება

რუსული საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი: რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ინტერნეტს მართავს აშშ-ი, ამიტომაც, რუსეთს შეუძლია გამორთოს ინტერნეტი და საჭიროების შემთხვევაში გადავიდეს ალტერნატიულ მექანიზმზე

გაზეთი კომერსანტი: გუშინ, დედაქალაქ მოსკოვში ჩატარებული საპროტესტო აქციების გამო, ქალაქის ცენტრისა და მეტროს სადგურების დახურვის მიუხედავად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნიის განთავისუფლების მოთხოვნით დემონსტრანტებმა მოახერხეს მთავარ ქუჩებში მისვლა კომუნიკაციის საშუალება Telegram–ით

საინფორმაციო პორტალი ლენტა.რუ: რუსეთში საზღვაო ტრანსპორტირების ტარიფების ზრდის გამო, მკვეთრად გაიზრდება იმპორტირებული საოჯახო ტექნიკისა და მზა ტანსაცმლის ფასები



მსგავსი ინფორმაციები