უცხოური პრესა 20.01.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1567190
უცხოური პრესა 20.01.2021

გერმანული ტელეარხი ნ-ტვ: კოვიდ-19 სამიტზე, რომელიც  ფედერალური და პროვინციების მთავრობების მონაწილეობით გუშინ ბერლინში გაიმართა, კარანტინის რეჟიმის პერიოდი  14 თებერვლამდე გაგრძელდა

სუდეტშ ცაიტუნგი: საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF), ზრდის პროგნოზი გერმანიისთვის კიდევ ერთხელ შეამცირა

ფრანკბურთერ ალგემეინე ცაიტუნგი: აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, ჩინეთის ხელისუფლება უიღურთა "გენოციდში" დაადანაშაულა

ყატარული ტელეარხი ალ ჯაზირა: აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსამშვიდობებელ სიტყვაში თქვა: ”მე ვარ  ამერიკის პირველი პრეზიდენტი, რომელიც ომში არ წასულა”.

ინგლისში გამომავალი არაბული გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: დღეს, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაცია შესდგება

ალ-დუსტური (იორდანია): გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერესის აზრით, ”პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ებრაელური დასახლებების მშენებლობა, საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა”

ელ პაისი (ესპანეთი): მარტის მდგომარეობით, 70 წელს გადაცილებულ ექვს მილიონზე მეტ კაცს კოვიდ-19 ვაქცინა გაუკეთდება

ინფობაე (არგენტინა): რუსეთმა გამოაცხადა, რომ EpiVacCorona-ს ვაქცინა, Kovid-19 ის წინააღმდეგ 100%-ით ეფექტურია

პრენსა ლატინა (კუბა): კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-BionTech-ის ვაქცინების პირველი პარტია პანამაშიც ჩაიტანეს

ლე მონდი (საფრანგეთი): პარიზი ევროპის ერთ-ერთი იმ ქალაქთაგანია, სადაც ავტომობილების გამონაბოლქვისგან ჰაერის დაბინძურება ყველაზე მეტ სიკვდილს იწვევს

ლე პარიზიენი: კოვიდ-19: მეორე ტალღა უფრო მომაკვდინებელი აღმოჩნდა

შვეიცარიული ლე მატინი: კოვიდ-19-მა შვეიცარიაში, ყოველი 1000 ადამიანიდან ერთი შეიწირა

რუსული საინფორმაციო სააგენტო ტასსი: აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ  თურქეთის მიერ რუსეთისგან S-400 სისტემების შეძენა მიუღებელია

გაზეთი კომერსანტი: აშშ-ში რუსეთის ელჩმა ჩრდილოეთ ნაკადი-2-ის მიმართ ამერიკული სანქციები შეაფასა როგორც უსამართლო კონკურენცია და მცდელობა, აიძულოს ევროპულ ქვეყნებს შეიძინონ ამერიკული ნედლეული

საინფორმაციო პორტალი ლენტა.რუ: აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია,  რუსეთის ამერიკულ პოლიტიკას მიიჩნევს როგორც ვაშინგტონისადმი გამოწვევას



მსგავსი ინფორმაციები