უცხოური პრესა 13.01.2021
დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

გერმანული დოიჩე ველე: გერმანიის პარლამენტის დღის წესრიგში დგას მუსლიმანების წინააღმდეგ რასიზმი
ფრანკფურტერ რუნდშაუ: კოვიდ-19-ის სამხრეთ აფრიკის მუტაციამ უკვე გერმანიასაც მიაღწია და ამიტომ შეიძლება შეზღუდვები გაგრძელდეს
სუდეტშ ცაიტუნგი: გერმანიაში Kovid-19 პანდემიის გამო გათვალისწინებული ფინანსური დახმარების შემცირება, ინტენსიური კრიტიკის ქვეშაა
ინგლისში გამომავალი არაბული გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: შეიძენს თუ არა ევროპა უპილოტო თურქულ სამხედრო თვითმფრინავებს, რომლის წარმოებაშიც მათ დააგვიანეს?
ომანური ვათანი: დონალდ ტრამპმა თავის მომხრეებს "მშვიდობისკენ და სიმშვიდისკენ" მოუწოდა
ყატარული ალ-რაია: ტუნისი ხვალ (ხუთშაბათს), მასიური სახალხო აჯანყების შედეგად, ზეინელ-აბიდინ ბინ ალის რეჟიმის დაცემის ათ წლისთავს აღნიშნავს
ფრანგული ფიგარო: WhatsApp-ი ცდილობს დაარწმუნოს თავისი მომხმარებლები მონაცემთა კონფიდენციალურობის თაობაზე
ლე პარიზიენი: Twitter-ის და Facebook–ის შემდეგ, YouTube-მაც შეაჩერა დონალდ ტრამპის არხი და წაშალა ვიდეო, რომელიც „ძალადობის რისკს“ შეიცავდა
ბელგიური ლე სუარი: მომავალი კვირიდან ბელგია Moderna-ს ვაქცინაციას დაიწყებს
ესპანური ლა ვანგარდია: Moderna-ს ვაქცინის პირველი დოზები ესპანეთში შეტანილია
ელ მუნდო: ეპიდემიის მესამე ტალღა ზრდის ჯანმრთელობის სისტემის შიშს: კოვიდ-19-ის გამო საავადმყოფოებში ჭირს სხვა ავადმყოფების მიღება
პრენსა ლათინა (კუბა): ვენესუელის კუთვნილი სახელმწიფო ნავთობკომპანია Petróleos-ი მიზნად ისახავს 2021 წლისთვის ნედლი ნავთობის მოპოვების გაზრდას დღეში 1,5 მილიონ ბარელამდე
რუსული საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების დაწესებით გააფრთხილა ის ევროპული კომპანიები, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან Nord Stream-2-ის გაზსადენის მშენებლობაში
საინფორმაციო სააგენტო ტასსი: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამშაბათს ანგარიში გახსნა სოციალურ ქსელ Telegram-ში და მიმდევრების რაოდენობამ უკვე 100 ათასს გადააჭარბა
გაზეთი "იზვესტია": ყირგიზეთის ახალმა პრეზიდენტმა სადირ ჯაფაროვმა თქვა, რომ მათი სტრატეგიული პარტნიორობა რუსეთთან გაგრძელდება