უცხოური პრესა 30.11.2020

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

1536752
უცხოური პრესა 30.11.2020

 

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

„ალ-რაია“ (კატარი): პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ”ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შესაქმნელად.”

„ალ ჯაზირა“: ჯერალდ კუშნერი, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში წააგო, სპარსეთის ყურის კრიზისის მოგვარების ბოლო მცდელობის მიზნით საუდის არაბეთსა და კატარს ეწვია.

„ალ-ქუდს ალ-არაბი“: ჰუსიტების ჯგუფმა გამოაცხადა, რომ საუდის არაბეთის 8 ჯარისკაცი იქნა მოკლული იემენის აღმოსავლეთით მდებარე მაარიბის რეგიონის ბანაკზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად.

„ლე სოირი“: ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პირველი ინტერვიუ 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ: "ჩვენ არჩევნებზე გავიმარჯვეთ".

„ფრანსე 24“: არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალება: ფეხბურთის ლეგენდის ექიმს ბრალი ედება „გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში“.

„ლე მონდი“: შაბათს მთელ საფრანგეთში "უსაფრთხოების" კანონისა და "პოლიციის ძალადობის" წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებზე 98 ჟანდარმი და პოლიციელი დაშავდა.

„დპა“: ტერაქტმა ავღანეთში ჩრდილი მიაყენა სამშვიდობო მოლაპარაკებებს.

„ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგი“: ბელორუსში (9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების) საპროტესტო აქციებზე 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

„დოიჩე ველე“: დასავლეთ ბალკანეთი: მონტენეგრომ და სერბეთმა ქვეყნებიდან ერთმანეთის ელჩები გააძევეს.

„ლა ვანგარდია“ (ესპანეთი): საავადმყოფოებში სიკვდილიანობა 40 პროცენტით ნაკლებია, ვიდრე პირველი ტალღის დროს.

„ელ უნივერსალი“ (მექსიკა): AstraZeneca ვაქცინის მოხალისემ განაცხადა, რომ მან სერიოზული ნევროლოგიური გავლენები განიცადა ვაქცინის გაკეთების შემდეგ.

„ტელესური“ (ვენესუელა): ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო საზოგადოებას მოუწოდებს, 6 დეკემბერს (საპარლამენტო არჩევნებში) მიიღონ მონაწილეობა.

სააგენტო „რია ნოვოსტი“: რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გახსნეს საველე ჰოსპიტალი ხანკენდში. საავადმყოფო სამშვიდობოებს სამედიცინო მომსახურებას გაუწევს და ასევე ღია იქნება სამოქალაქოებისთვის.

„ლენტა.რუ“: დაიწყო უცხოელი სტუდენტების უნივერსიტეტებში რეგისტრაციების წაშლა, რომლებიც რუსეთის უნივერსიტეტებში სწავლობენ, მაგრამ დახურული საზღვრების გამო თავიანთი ქვეყნებიდან რუსეთში ვერ დაბრუნდნენ.

გაზეთი „კომერსანტი“: პანდემიის პერიოდში, რუსეთის მოქალაქეების 40 პროცენტმა უარი თქვა ნაღდი ფულის გამოყენებაზე.

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები