უცხოური პრესა 24.11.2020

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

1533262
უცხოური პრესა 24.11.2020

 

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

„დოიჩე ველე“: თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თურქული გემის Roseline-A -ს ლიბიის ღია წყლებში გაჩერების გამო ევროკავშირის, იტალიის ელჩებს და გერმანიის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.

„შპიგელ.დე“: გერმანულმა ფრეგატმა ლიბიის ღია წყლებში თურქული სატვირთო გემი გააჩერა (საერთაშორისო სამართლის დარღვევით) და რამდენიმე საათის მანძილზე ჩხრეკა ჩაატარა.

„თაგესშაუ.დე“: გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის (იენს სპანი) თქმით, ისინი იმედოვნებენ, რომ ვაქცინაციის სამუშაოები დეკემბერში დაიწყება ნებართვების გაცემის შემდეგ.

„ალ-ქუდს ალ-არაბი“: ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ჯო ბაიდენმა, პალესტინელი აქტივისტი რიმა დუდინი თეთრ სახლში მაღალ თანამდებობაზე დანიშნა.

„ალ ჯაზირა“: ნატო და ევროკავშირი ბაიდენს ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდებენ.

„ალ-რაია“ (კატარი): გაეროს ბავშვთა ფონდმა განაცხადა, რომ მომავალი წლის დასაწყისში უდიდესი ოპერაციით ღარიბი ქვეყნებისთვის Kovid-19- ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით დაახლოებით 2 მილიარდი დოზა ვაქცინის დარიგებას დაიწყებს.

„ელ პაისი“ (ესპანეთი): (ესპანეთში) კორონავირუსის წინააღმდეგ მკაცრმა ზომებმა  ინფექციების მეორე ტალღა შეაჩერა.

„ელ მუნდო“ (ესპანეთი): ესპანეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, ალერგიული ასთმით დაავადებული ადამიანები ნაკლებად ავადდებიან კორონავირუსით.

„ინფობაე“ (არგენტინა): ვენესუელის ნავთობს ემუქრება რისკი, რომ გახდეს ყველაზე დიდი დაკარგული საგანძური ისტორიაში.

„ლე მონდი“: ლტოლვილთა ბანაკი, რომელიც მდებარეობს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, რესპუბლიკის ქანდაკების ქვეშ, უსაფრთხოების ძალებმა ძალის გამოყენებით დაცალეს.

„ლე ფიგარო“: პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მწვანე შუქი მისცა აშშ-ში ძალაუფლების გადაცემას.

„ფრანსე 24“: Kovid-19: დიდ ბრიტანეთში ახალი საერთო კარანტინი დეკემბრის დასაწყისში უქმდება.

სააგენტო „ტასი“: მთიან ყარაბაღში ნაღმის აფეთქების შედეგად აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ოფიცერი დაიღუპა, რუსი სამშვიდობო კი დაიჭრა.

სააგენტო „რია ნოვოსტი“: რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში ნაღმების გაწმენდის სამუშაოები ხორციელდება.

„ლენტა.რუ“: ვარაუდობენ, რომ შემცირდება ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ექსპორტი რუსეთიდან ევროპაში.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები