უცხოური მედია 20.11.2020

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1531161
უცხოური მედია 20.11.2020

„ბილდ.დე“: კორონას კრიზისი: გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი იმედოვნებს, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ვაქცინა მზად დეკემბერში იქნება.

„არდ.დე“: ევროკავშირის საბიუჯეტო მოლაპარაკებებში კრიზისის დაძლევა შეუძლებელი ხდება.  პოლონეთისა და უნგრეთის ბლოკირების გამო Covid-19-ის  დახმარების გადახდა შეუძლებელი გახდა.  

„ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“: (შეერთებული შტატების არჩევნები) ჯორჯიის შტატში ხმების ხელახალი გადათვლების შემდეგ ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა.

„ელ მუნდო“ (ესპანეთი): ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია  (WHO) ყველლას ურჩევს, რომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ პრეპარატი Remdesivir-ი არ  იქნას გამოყენებული.

„ტელესური“ (ვენესუელა): ევროკავშირი აცხადებს, რომ კოვიდ-19-ის  საწინააღმდეგო ვაქცინის გავრცელებას დეკემბერში დართავენ ნებას.

„ინფობეა“ (არგენტინა): მექსიკის სენატმა დაამტკიცა მარიხუანის (კანაფის) რეკრეაციული მოხმარების რეგულაცია და დეკრიმინალიზაცია ქვეყნის მასშტაბით.

„ნევსაბაჰი“: ჟურნალი Foreign Policy: შეერთებული შტატების ადმინისტრაცია  ჰუსიტების ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებას გეგმავს.

„ალ რაია“ (კატარი): კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო  pfizer-ის  ვაქცინის პირველი პარტია კატარში წლის ბოლოს გავრცელდება.

„ალ დუსტური“: საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი,  მუსლიმი იმამების საბჭოს შექმნას განიხილავს.

„ლე ფიგარო“ (საფრანგეთი): კოვიდ-19: საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი ოლივიე ვერანი: „მიუხედავად ციფრების გაუმჯობესებისა კარანტინი ჯერ არ დასრულებულა“.  

„ფრანსე 24“: საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი: „ეპიდემიის გამო ფრანგების ფსიქიკური ჯანმრთელობა გაუარესდა“.

„ფრანსე 24“: ევროკავშირი იმედოვნებს,  რომ კოვიდ-19-ის  საწინააღმდეგო ვაქცინის გავრცელება დეკემბერში მოხდება.

„ლენტა.რუ“: აზერბაიჯანის არმია აღდამის რაიონში შევიდა.

„რია ნოვოსტი“: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა BRICS-ის შეხვედრაზე სიტყვით გამოვლის დროს, ჩინეთის პროგრესი COVID-19-თან ბრძოლაში შეაქო. რუსეთის ლიდერის  თქმით, ჩინეთმა დაამტკიცა, რომ კორონავირუსის დამარცხება შეიძლება.

სააგენტო „ტასი“: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია  (WHO) ყველლას ურჩევს, რომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ პრეპარატი Remdesivir-ი არ  იქნას გამოყენებული.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #უცხოური მედია

მსგავსი ინფორმაციები