უცხოური მედია 11.11.2020

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1525770
უცხოური მედია 11.11.2020

„ვათანი“ (ომანი): პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს გენერალური მდივანი, საიბ ურეიკატი,   ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაიცვალა... პალესტინში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

„ალ-მუსთაკბალი“ (ლიბანი): ევროკავშირმა, სირიის ლტოლვილთა კონფერენციაზე დასწრებაზე უარი თქვა.

„ალ-რაია ალ-კატარია“ (კატარი): პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს გენერალური მდივანი, საიბ ურეიკატი გარდაიცვალა.

„დოიჩე ველე“: ევროკომისია: „ბიონტექსთან, კოვიდ-19-ის ვაქცინის კონტრაქტი მზად არის“.

გერმანული „t-ონლაინ.დე“: (აზერბაიჯან-სომხეთს შორის ახალი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება) რუსეთის პრეზიდენტი მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ძალებს აგზავნის.

„ჰანდელსბლატ.დე“: ევროკავშირის პარლამენტი და მთავრობები   ევროკავშირის ბიუჯეტზე შეთანხმდნენ.

 „ლე მონდე“ (საფრანგეთი): (კოვიდ-19) საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ დამატებით 20 მილიარდი ევროს ბიუჯეტი დაამტკიცა.

„ლე ფიგარო“ (საფრანგეთი): ვატიკანის ყოფილი ელჩისთვის საფრანგეთში, „სექსუალური შევიწროების“ ბრალდებით, პროკურატურამ  10 თვიანი პირობითი სასჯელი მოითხოვა.

„ლე სოირი“ (ბელგია): 2021 წლამდე კოვიდ-19-ის მრავალი ვაქცნინა იქნება შემუშავებული.

„ელ პაისი“ (ესპანეთი): კოვიდ-19-ის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი შეზღუდვებამდე პერიოდს დაუბრუნდა.

„ინფობეა“ (არგენტინა): ჩილე, ტურიზმის გამოცოცხლების მიზნით, დეკემბრიდან საზღვრების გახსნას ისევ გეგმავს.

„ელტიმა ჰორა“ (პარაგვაი): გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNİCEF)  გააფრთხილა, რომ  შესაძლოა მილიონობით დაუცველმა ბავშვმა სკოლებში დაბრუნება ვერ შესძლოს.

რუსული „რბკ“: რუსეთის სამშვიდობო მისია მთიანი ყარაბაღისკენ დაიძრა.

რუსული სააგენტო „რია-ნოვოსტი“:   ჩეხეთის საიდუმლო სამსახურმა განაცხადა, რომ არსებობს მესამე მსოფლიო ომის შესაძლებლობა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #უცხოური მედია

მსგავსი ინფორმაციები