უცხოური პრესა 16.10.2020

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1510165
უცხოური პრესა 16.10.2020

გერმანული დოიჩე ველე: გერმანიაში, კორონავირუსის შემთხვევების სწრაფად ზრდა, საავადმყოფოებს აშინებთ. საავადმყოფოების ასოციაციამ ხელისუფლება გააფრთხილა, რომ ეპიდემია შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს

ტაგესშაუ.დე: გერმანიის მთავრობაში  კორონავირუსის შემოდგომის ზომებთან დაკავშირებით  8 საათიანი სამიტი ჩატარდა, თუმა ვერანაირ კომპრომისს ვერ მიღწიეს

რბბ24.დე: ბერლინში, კორონას წინააღმდეგ ბრძოლაში, ჯარისკაცები ჩაერთვნენ

ესპანური ელ პაისი: ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს იმ რეგიონებზე, სადაც მრავალი ბარები და რესტორნებია განლაგებული და ფიქრობს მათი დახურვის ახალ გეგმებზე

ლა რაზონი: ევროკავშირმა   კოვიდ-19-ის აფეთქების გამო, პანდემიურ რუკაზე ესპანეთი წითელ ფერში მოაქცია

ტელესური (ვენესუელა): ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ სამხრეთ ამერიკის ერი, ყოველ დღიურად უფრო და უფრო მძლავრ პასუხს აძლევს აშშ-ის შეტევებსა და მუქარებს

ფრანგული ლე პარიზიენი: საფრანგეთში კოვიდ-19: ხანდაზმულ ადამიანებში შემთხვევების ძალზე  ზრდა, საგანგაშო გახდა

ლე ფიგარო: ლიბია: პარიზს სურს, რომ მეზობელი ქვეყნები ლიბიის საკითხში უფრო დიპლომატიურად ჩაერთონ

ლე მონდე: საფრანგეთში კომენდანტის საათი: კულტურის მინისტრი როზელინ ბაჩელოტი მოითხოვს, რომ კულტურისა და ხელოვნების ღონისძიებებისთვის მოქნილი ზომები დაწესდეს

ინგლისში გამომავალი არაბული გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: აზერბაიჯანის არმიამ, თურქული უპილოტოებით ერთი მილიარდი დოლარის ღირებულების სომხური სამხედრო ტექნიკა გაანადგურა

ყატარული ტელეარხი ელ ჯეზირე: კორონავირუსი: საფრანგეთში კომენდანტის საათი გამოხადდა, დიდ ბრიტანეთში განგაშის დონე გაიზარდა, ხოლო ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი კი თვითიზოლაციაში გადავიდა

ომანური ვათანი: ლიბია: ქალაქ ტარჰუნაში აღმოჩენილი მასობრივი საფლავები, მეამბოხე გენერლის, ხალიფა ჰაფთერის ძალების მასიური მკვლელობების კიდევ ერთ ახალ მტკიცებულებებს წარმოადგენენ

რუსული საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი: მოსკოველებს, ნიღბებისა და ხელთათმანების გარეშე აღარ შეეძლებათ ტრანსპორტით მგზავრობა

საინფორმაციო პორტალი ლენტა.რუ: ვარაუდობენ, რომ რუსეთში Kovid-19 ახალი შემთხვევების მატება გაგრძელდება 10 ნოემბრამდე

გაზეთი იზვესტია: რუსეთის მთავრობამ,  ქვეყნის მოსახლეობის შემცირება უარყოფითად შეაფასა. ბოლო ანგარიშის თანახმად, მოსახლეობა 2024 წლისათვის შეიძლება კიდევ  1,2 მილიონით შემცირდეს



მსგავსი ინფორმაციები