უცხოური პრესა 18.09.2020

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1492966
უცხოური პრესა 18.09.2020

 

იორდანიული ელდუსტორი: ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ფაიზ ალ-სარაჯმა განაცხადა, რომ იგი გადადგება თავისი თანამდებობიდან

ყატარული ელ-რაია: ვაშინგტონი ცდილობს ყატარი ნატოს არაწევრ მოკავშირედ გამოაცხადოს

ინგლისში გამომავალი არაბული ალ-ქუდსი: არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა და ბაჰრეინმა, ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ  ორი შეთანხმება გააფორმეს

გერმანული დოიჩლანდფუნქი: ბუნებრივი გაზის უთანხმოება აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. ანკარა მზადაა მოლაპარაკებებისათვის

რტლ.დე: ფორმულა-1 ოქტომბერში სტამბოლი უმასპინძლებს, გაყიდულია უკვე 40,000 ბილეთი

ფრანკბურთერ ალგემეინე ცაიტუნგი: ევროკავშირის პარლამენტი, ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს

ბელგიური ლე სუარი: კოვიდ-19 შემთხვევები  ბელგიაში დღითიდღე იზრდება, 6 სკოლა უკვე მთლიანად დაიხურა

ფრანგული ლე ფიგარო: კვლევის თანახმად, კოვიდ-19-გან გამოჯანმრთელების შემდეგ,  ხშირად იჩენს თავს მუდმივი დაღლილობა

ლე მონდი: საფრანგეთის რკინიგზის, SNCF-ის ხელმძღვანელების თქმით, კრიზისამდელი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას, დაახლოებით 2 წელი დასჭირდება

ესპანური ელ პაისი: ევროპაში, გასულ კვირაში უფრო მეტი ახალი შემთხვევები დააიქსირეს, ვიდრე კოვიდ-19-ის აფეთქების პირველი ტალღის დროს

ელ მუნდო: ესპანეთში, “CaixaBank“-ის და “y Bankia“-ს ბანკების შეერთების გადაწყვეტილება დაამტკიცეს რა, ამით ამ ქვეყნის ყველაზე უდიდესი ბანკი შეიქმნება

ტელესური (ვენესუელა): ბოლივიის დროებითმა პრეზიდენტმა ჟანინ ანეზმა,  18 ოქტომბრის არჩევნებიდან თავისი  კანდიდატურა მოხსნა

რუსული ახალი ამბების საიტი რბკ: ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ლიტვასთან და პოლონეთთან საზღვრები ჩაკეტა

გაზეთი არგუმენტი ი ფაქტი: სექტემბერში 225 ათასი რუსი ტურისტი ეწვია ანტალიას

გაზეთი "იზვესტია": რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის ბრალდების გამო, ევროპარლამენტმა, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო



მსგავსი ინფორმაციები