უცხოური პრესა 14.09.2020

დღევანდელი უცხოური მას-მედიის მოკლე მიმოხილვა

1490062
უცხოური პრესა 14.09.2020

გერმანული საინფორმაციო პორტალი ველტ.დე: საბერძნეთის კუნძულ მიდილლიზე (ლესბოსი) მოქმედი 12 ათას კაციანი მორიას ლტოლვილთა ბანაკის  ხანძრის შედეგად განადგურების შემდეგ, აქ ახალი, 300 კაციანი კარვების ბანაკი გაშენდა

შპიგელ.დე: კორონავირუსის პანდემიამ გავლენა მოახდინა გერმანიაში უნივერსიტეტის სწავლებაზეც. მიუხედავად იმისა, რომ დისტანციური სწავლება თავიდან კარგი გამოსავალი იყო, ახლა ლექტორების უმრავლესობას სურს დაუბრუნდეს პირისპირ სწავლას

დოიჩე ველე: კორონავირუსის ეპიდემიის გამო ბევრ ამერიკელს უჭირს ყოველდღიური ცხოვრება. ქვეყანაში, რომლის სოციალური უსაფრთხოების ქსელი ევროპისაზე უფრო სუსტია, ბევრი ოჯახი მხოლოდ საკვები პროდუქტების დახმარებით დგას ფეხზე

ყატარული ტელეარხი ალ-ჯაზირა: გუშინ, საბერძნეთის პრეზიდენტის კუნძულ მეიზე ვიზიტისას, მის საწინააღმდეგოდ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა მეისის მახლობელი თურქეთის ტერიტორიიდან მონაწილეობა მიიღო სამხედრო ღონისძიებაში და მკაცრი გაფრთხილებები მისცა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს

ყატარული გაზეთი ალ-რაია: კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართული ავღანეთის სამშვიდობო მოლაპარაკებები, ისტორიული შესაძლებლობაა ავღანელი ხალხისთვის

ინგლისში გამომავალი არაბული გაზეთი ალ-ქუდს ალ-არაბი: ისრაელის პრემიერის ბინიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან და ბაჰრეინთან ნორმალიზაცია, მილიარდობით დოლარს შემოიტანს ქვეყნის ეკონომიკაში

ესპანური ელ პაისი: ესპანეთში, სამომავლო შეზღუდვებისგან თავის არიდების მიზნით, ქალაქგარეთ არსებულ კერძო სახლებში ცხოვრებას ამჯობინებენ

ელ მუნდო: OECD–ს ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ესპანეთზე არავითარი ზეწოლა არ ხორციელდება სკოლების ხელახლა გახსნის შესახებ და გადაწყვეტილებას თავად იღებს

ელ ნასიოანლი (ვენესუელა): ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, კორონავირუსისგან სამკურნალოდ  ოზონის თერაპიის ცენტრი დააარსა

ბელგიური ლე სუარი:  ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების დემონსტრაციას ბრიუსელში, 4000-მდე ადამიანი ესწრებოდა

ფრანგული ტელეარხი ფრანსე 24: საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ლიბანის მთავრობას სასწრაფო ფორმირებისკენ მოუწოდებს

ლე ფიგარო: საბერძნეთი აცხადებს, რომ ფრანგული წარმოების 18 ცალ Rafale/ რაფალის ტიპის გამანადგურებლის შეიძენს

რუსული საინფორმაციო პორტალი ლენტა.რუ: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს ბელორუსიის პრეზიდენტ ლუკაშენკო  სოჭში შეხვდება

საინფორმაციო სააგენტო რის ნოვოსტი: რუსეთი და ინდოეთი შეიმუშავებენ რაკეტას, რომელსაც შეეძლება  AWACS-ის ტიპის თვითმფრინავების განადგურება

საინფორმაციო სააგენტო ტასსი: ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა რუსეთის 83 რეგიონში



მსგავსი ინფორმაციები