უცხოური პრესა 03.09.2020

დღევანდელი უცხოური მას-მედიის მოკლე მიმოხილვა

1484099
უცხოური პრესა 03.09.2020

გერმანული საინფორმაციო პორტალი არდ.დე: გერმანიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის, რომელიც მოწამვლის ეჭვით ბერლინში მკურნალობს, ნერვული გაზი Novichok/ნოვიჩოკის ნივთიერებები აღმოუჩინეს

ზდფ.დე: ფედერალურმა მთავრობამ განაცხადა, რომ ის 4 მილიარდი ევროს დახმარებას გაუწევს საავადმყოფოებს

დოიჩე ველე: Amnesty International–მა განაცხადა, რომ ირანში 2019 წლის საპროტესტო აქციების აქეთ, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები მოხდა

ფრანგული ლე პარიზიენი: ნეიმარს, დი მარიას და პარედესს კოვიდ-19 ტესტები პოზიტიური გამოუვიდათ, რის გამოც მათი კლუბი პარი სენ-ჟერმენი, განგაშის ზომებზე გადავიდა

ლე მონდი: 100 მილიარდი ევროს გეგმით, საფრანგეთის მთავრობა, მიზნად ისახავს 2022 წლისთვის ეკონომიკის აღდგენას

ბელგიური ლე სუარი: Kvid-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ პაკეტს ბელგია, მარტში მიიღებს

ნიუსაბაჰი (საუდის არაბეთი): მსოფლიო ტურიზმში მოსალოდნელი ზარალი 2020 წელს, 2.2 ტრილიონი დოლარის დონეზე იქნება

ყატარული ელ-რაია: ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის სამხრეთში მდებარე  ტერჰუნეს რაიონში, ახალი მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს

ინგლისში გამომავალი არაბული გაზეთი ალ-ქუდსი ალ-არაბი: მსოფლიო ბანკის განცხადებით, 4 აგვისტოს ბეირუთის პორტში აფეთქებამ, ქვეყანას 8 მილიარდი დოლარის ზიანი მიაყენა

ფრანგული ელ-პაისი: ესპანეთის პრემიერ მინისტრ პედრო სანჩესისა და ოპოზიციური სახალხო პარტიის (PP) ლიდერის პაბლო კასადოს შეხვედრისას, ოპოზიციის ლიდერმა მთავრობის მეთაურს,   ეკონომიკის გასაუმჯობესებლად გარიგება შესთავაზა

ელ-მუნდო: ესპანეთი გახდა ევროპაში კოვიდ-19 "მეორე ტალღის" წამყვანი ქვეყანა, რადგან ზომები გვიან იქნა მიღებული და ამასთან, იგი ცუდად იქნა შესრულებული

ტელესური (ვენესუელა): პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, ქვეყნის წარმოების 30%-ის ექსპორტში გატანის ნებართვა გასცა

რუსული  საინფორმაციო საიტი ვედომოსტი: რუსეთმა განაახლა ფრენები მალდივის კუნძულებზე, ეგვიპტესა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში

ვესტის ახალი ამბების ვებგვერდი: კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ მათ არ შეატყობინეს თუ, დისიდენტ ნავალნის სხეულზე აღმოაჩინეს "ნოვიჩოკის" კვალი

საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი: აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, თუ რუსეთი ძალით ჩაერევა ბელორუსიის შიდა საქმეებში, მაშინ, აშშ-რუსეთის ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდება



მსგავსი ინფორმაციები