უცხოური პრესა 04.08.2020

დღევანდელი უცხოური მას-მედიის მოკლე მიმოხილვა

1466737
უცხოური პრესა 04.08.2020

ყატარული ალ-რია ალ-კატარია: ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრი ნასიფ ჰატი თანამდებობიდან გადადგა

ელ-მუსტაკბალი (ლიბანი): აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლი სამუშაო ჯგუფის დირექტორის, დებორა ბირქსის კრიტიკისას, ტერმინი „საცოდავი“ გამოიყენა

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი ალ ქუდსი ალ არაბი: ირანში, ყოველი შვიდი წუთის განმავლობაში,  კოვიდ-19 ეპიდემიისგან 1 კაცი იღუპება

გერმანული დოიჩე ველე: ევროპული სამხედრო მრეწველობა, თავის  დამოკიდებულებას აშშ-ზე ამცირებს

ზეიტ ონლაინე: სანამ გერმანიაში კორონავირუსის შესაძლო მეორე ტალღის შესახებ დისკუსიები გრძელდება, მანამ თვალები, მაკლენბურგ-ვორპომერნის შტატში გახსნილ სკოლებს მიაპყრეს

დერ შპიგელი: ისრაელის არმიამ, სირიის სამხრეთ რეგიონებს დაარტყა

ესპანური ელ პაისი: ესპანეთის ყოფილი მეფე ხუან კარლოს პირველი ესპანეთს ტოვებს

არგენტინული ინფობაე: რუსეთი, ლათინური ამერიკის შვიდ ქვეყანას, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ვაქცინებს გადასცემს

ტელესური (ვენესუელა): ივნისში ჩილეს ეკონომიკა, 12%-ით შემცირდა

ფრანგული ლე პარიზიენი: კოვიდ-19: საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა ჟან კასტექსმა მოქალაქეებს მოუწოდა, სრული კარანტინისგან თავის დაღწევის მიზნით მიღებული ზომები, ზედმიწევნით შეასრულონ

ტელეარხი ფრანსე 24: ფრანგული ავიახაზები (Air France): პილოტების ხელფასები  კოვიდ-19 კრიზისის გამო, აპრილიდან მკვეთრად დაეცა

ლე ფიგარო: იტალია: გენუას ხიდი, რომელიც ორი წლის წინ ჩამოინგრა და შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა, ორშაბათს ხელახლა გაიხსნა

რუსული გაზეთი იზვესტია: ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, მოსახლეობას საკონსტიტუციო ცვლილებისათვის რეფერენდუმის გამართვა  შესთავაზა

გაზეტა.რუ: ჰაკერები, რუსეთში ჩატარებული ელექტრონული არჩევნების შემდეგ, მომხმარებლების პირად ინფორმაციებს ყიდიან

რუსული საინფორმაციო პორტალი ლენტა.რუ: მოსკოვი გამოდის სამხრეთ კვიპროსის ადმინისტრაციასთან ხელმოწერილი შეთანხმებიდან, რათა თავიდან აიცილოს ორმაგი დაბეგვრა



მსგავსი ინფორმაციები