უცხოური პრესა 30.07.2020

დღევანდელი უცხოური მას-მედიის მოკლე მიმოხილვა

1464513
უცხოური პრესა 30.07.2020

ერაყული გაზეთი ნიუსაბაჰი: გაეროს ბავშვთა ფონდის, UNICEF-ის განცხადებით, მთელს მსოფლიოში  დაახლოებით შვიდ მილიონამდე ბავშვი უკმარისად იკვებება

ყატარული ალ რაია: ყატარში, კორონავირუსის ტესტირება დაიწყო საპარიკმახეროებში და სპორტულ დარბაზებში

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი ალ ქუდსი ალ არაბი: ცნობილი იორდანელი პოლიტიკოსისა და ეკონომისტის ჯევად ელანანის ვარაუდით, წელს იორდანიის ეკონომიკა 4,3 პროცენტით დაეცემა

ბელგიური ლე სუარი: რვა ტერორისტს ბელგიის მოქალაქეობა მოეხსნა

ფრანგული ლე ფიგარო: საანკეტო გამოკითხვის თანახმად, მაკრონის რეიტინგი 6 ქულით გაიზარდა და პრემიერს გადაასწრო

ლე პარიზიენი: ეპიდემიის კრიზისის გამო, საფრანგეთის პროვინცია ილ-დე-ფრანსეში (რეგიონში პარიზის ჩათვლით), ყურბან-ბაირამობა (მსხვერპლშეწირვა) მკაცრი ზომების ფარგლებში აღინიშნება

ესპანური ელ მუნდო: ესპანეთის ეკონომიკა საგანგაშო მდგომარეობაშია. ეპიდემიის გამო ტურიზმის სფეროს შეჩერება, გავლენას მოახდენს მინიმუმ 8 სექტორზე და 5 მილიონამდე თანამშრომელზე

ელ პაისი: კორონავირუსის ეპიდემიამ ესპანეთში მიაღწია იმ პერიოდის ზრდას, როდესაც მკაცრი ზომები იქნა მიღებული, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ახლა პაციენტები უფრო ახალგაზრდები არიან და მსუბუქად იტანენ ავადმყოფობას

ელ ნასიონალი (ვენესუელა): კოვიდ-19-ით გამოწვეული რეკორდული  სიკვდილიანობის მიუხედავად, ბრაზილიამ, ხელახლა დაიწყო ფრენები ტურისტული მიზნებისთვი

გერმანული სუდეტშ ცაიტუნგი: აშშ-ი, გერმანიიდან 11 ათას 900 ჯარისკაცს გაიყვანს

დოიჩე ველე: ბრიტანეთის ყოფილი ანკარის ელჩი, MI6-ის, ე.ი. ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი გახდა

ზეიტ ონლაინე: სარისკო ქვეყნებიდან დაბრუნებული გერმანელი ტურისტები, მომავალი კვირიდან აეროპორტებში კორონავირუსის ტესტირებას დაექვემდებარებიან

რუსული საინფორმაციო პორტალი რეგნიუმი: რუსმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსი წყალში ცოცხალი, არა უმეტეს 24 საათის განმავლობაში რჩება

გაზეთი იზვესტია: დონალდ ტრამპმა თქვა, რომ სანამ გერმანია მილიარდობით დოლარს უხდის რუსეთს ენერგიისათვის, აშშ-ს არ შეუძლია გერმანიის დაცვის ვალდებულების არსრულება

 

საინფორმაციო სააგენტო ტასსი:  ბელორუსიაში განხორციელებულ ტერაქტებზე ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქეები მინსკში დააკავეს



მსგავსი ინფორმაციები