უცხოური პრესა 29.07.2020

დღევანდელი უცხოური მას-მედიის მოკლე მიმოხილვა

1463759
უცხოური პრესა 29.07.2020

გერმანული საინფორმაციო პორტალი არდ.დე: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავისი მოქალაქეები გააფრთხილა, რომ თუ აუცილებლობა არ იქნება, არ ეწვიონ ესპანეთის  არაგონის, კატალონიისა და ნავარის რეგიონებს

ზეიტ.დე: გერმანიაში ყოველი მეოთხე ადამიანი, ემიგრანტს წარმოადგენს

დოიჩე ველე: გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ კორონავირუსის კრიზისმა, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში, მსოფლიო ტურიზმს 320 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა

ყატარული ალ რაია: ლიბიის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარემ ხალიდ ალ-მიშრიმ განაცხადა, რომ სამხედრო შეთანხმებამ თურქეთთან, მეამბოხე გენერლის ძალებს უკან დაახევინა

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი ალ ქუდსი ალ არაბი: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით იდუმალ სტრატეგიას ახორციელებს

ომანური ვათანი: ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) გამო ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 403-მდე გაიზარდა

ესპანური ელ პაისი: მადრიდის "რეალის" თავდამსხმელის, მარიანოს კოვიდ-19 დაინფიცირებამ, ევროპული საფეხბურთო საზოგადოება განგაშზე გადაიყვანა

ვტვ (ვენესუელა): თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ და მისმა ვენესუელელმა კოლეგამ ჟორჟ არარაზამ,  ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალი პროექტები განიხილეს

მექსიკური ელ უნივერსალი: კანადამ, კოვიდ-19-ის სამკურნალოდ, “რემდესივირის“ გამოყენებას ნება დართო

ფრანგული ტელეარხი ფრანსე 24: ჩინეთმა, დამნაშავეების ექსტრადიციის ხელშეკრულება ჰონგ კონგსა და დასავლეთის 3 ქვეყანას შორის, გადაავადა

ლე ფიგარო: ვირუსი ზაფხულში, მშვიდად ვრცელდება ახალგაზრდებში

ბელგიური ლე სუარი: კოვიდ-19 ბელგიაში: შემთხვევების საშუალო რაოდენობა დღეში 327.7-მდე გაიზარდა

რუსული საინფორმაციო პორტალი ლენტა.რუ: ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მან მსუბუქად გადაიტანა კოვიდ-19

საინფორმაციო სააგენტო ტასსი: კრემლის სპიკერის პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი ამ დღეებში ტელეფონით ესაუბრა ალექსანდრე ლუკაშენკოს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია

გაზეთი იზვესტია: უკრაინამ, რუსეთის საზღვაო ძალების მიერ სევასტოპოლში აღლუმის ჩატარების გამო, საჩივარი შეიტანა გაეროში



მსგავსი ინფორმაციები