უცხოური პრესა 28.07.2020

დღევანდელი უცხოური მას-მედიის მოკლე მიმოხილვა

1463134
უცხოური პრესა 28.07.2020

ბელგიური ლე სუარი: კორონავირუსი: ბელგიის ქალაქ ანტვერპენში, ქუჩებში გამოსვლა აიკრძალება და ნიღბის ტარება აუცილებლობა გახდება

ფრანგული ტელეარხი ფრანსე 24: კოვიდ-19 ეპიდემიის შესაძლო მეორე ტალღის საფრთხის წინააღმდეგ, ევროპა გააძლიერებს და გაამკაცრებს ზომებს

ლე მონდი: საფრანგეთის ჟირონდის რეგიონში გაჩენილი ტყის ხანძრის შედეგად, 250 ჰექტარზე ფიჭვის ტყე მთლიანად გადაიწვა

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი ალ ქუდსი ალ არაბი: ქუვეითის ემირის შეიხ საბაჰ ალ-აჰმედ ეს-საბას ჯანმრთელობის მდგომარეობა, აშშ-ში განხორციელებული წარმატებული ოპერაციის შემდეგ, სტაბილურია

არაბული ტელეარხი ელ ჯეზირე: აშშ-ში, ჯორჯ ფლოიდის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედება, ერთ ახალგაზრდა ამერიკელ გოგონაზეც განმეორდა

ყატარული ალ რაია: არაბთა ელექტროენერგიის საკითხებზე პასუხისმგებელი მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც ტელეკონფერენციის საშუალებით მიმდინარეობს, ასევე განიხილავენ არაბული ელექტროენერგიის საერთო ბაზრის შექმნასაც

გერმანული ბილდ.დე: მოვლენები პორტლენდში: აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მომიტინგეებს 10 წლიანი პატიმრობით დაემუქრა

შპიგელ.დე: გერმანიაში, სამძიმარზე მყოფ 50-მდე ადამიანს, კორონავირუსი დაუფიქსირდა

დოიჩე ველე: კოვიდ-19 ვაქცინის ტესტირება ჩაუტარდა 30 ათას ამერიკელს

ესპანური ელ პაისი: ესპანეთი, კორონავირუსის ახლიდან გავრცცელების გამო, რეპუტაციის კრიზისის წინაშე დგას

ლა ვანგარდია: ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის მთავრობამ,   ესპანეთისთვის ვეტო გააფართოვა და მასში შეიყვანა კანარიისა და ბალეარის კუნძულებიც

არგენტინული ინფობაე: ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, თავის კოლუმბიელ კოლეგას ივან დუკეს სთხოვა, ეპიდემიის წინააღმდეგ ერთობლივად იმოქმედონ

რუსული საინფორმაციო პორტალი ლენტა.რუ: ტურისტებს, რომლებსაც სურთ რუსეთიდან თურქეთში ჩასვლა, სიცხე გაეზომებათ,  კორონავირუსის უფასო ტესტირება ჩაუტარდებათ და დადებითი პასუხის შემთხვევაში მკურნალობა ჩაუტარდებათ

საინფორმაციო სააგენტო ტასსი: ნახშირბადის გადასახადმა, რომელსაც ევროპა დააკისრებს რუსეთიდან იმპორტირებულ პროდუქტებზე, შეიძლება გამოიწვიოს წლიური  4,8 მილიარდი დოლარის ზარალი

საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი: აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური ეროვნული ადმინისტრაცია NASA-ს ცნობით, ფეხბურთის მოედნის დიამეტრის მქონე ასტეროიდი, დედამიწას უახლოვდება



მსგავსი ინფორმაციები