უცხოური პრესა 08.07.2020

დღევანდელი უცხოური მას-მედიის მოკლე მიმოხილვა

1451172
უცხოური პრესა 08.07.2020

ყატარული ალ რაია ალ კატარია: გაეროს აზრით, სირიაში ცხოვრების გაგრძელება დამოკიდებულია თურქეთის დახმარებაზე

ომანური ვათანი: ბაღდადმა გამოაცხადა, რომ ვინც მონაწილეობა მიიღო ერაყელი სტრატეგის, ჰიშამ ალ-ჰაშიმის მკვლელობაში, ყველას გამოავლენენ და დასჯიან

ტელეარხი ელ ჯეზირე: ამერიკის შეერთებული შტატები ოფიციალურად გავიდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან.

გერმანული დოიჩე ველე: ”თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარედ ხელახლა არჩეულ იქნა სამართლიანობისა და განვითარების პარტიის კანდიდატი მუსტაფა შენთოფი

არდ.დე: აშშ-მა ოფიციალურად დატოვა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO)

შტერნ.დე: ტრამპისადმი მხარდაჭერა დღითიდღე კლებულობს

ესპანური ელ პაისი: მთავრობა აცხადებს, რომ სათნოების სახლებში ეპიდემიისგან დაღუპულთა რიცხვი 27,359-ს შეადგენს, მაგრამ, საზოგადოების აზრით, ეს რაოდენობა გამოცხადებულზე გაცილებით მეტია

ელ მუნდო: პედაგოგებმა დაგმეს "სეპარატიზმი" კატალონიის უნივერსიტეტის აბიტურიენტთა გამოცდაში, რადგან სტუდენტს, რომელსაც სურს ამ უნივერსიტეტში გამოცდის ჩაბარება ესპანურ ენაზე, კომისიას უნდა აცნობოს შემდეგი სიტყვებით: "მე მინდა გამოცდა ესპანურ ენაზე ავაბარო".

ტელესური (ჩილე): ესპანელი ფორმულა-1 პილოტი ფერნანდო ალონსო, სპორტულ შეჯიბრებებს 2021 წელში დაუბრუნდება

ფრანგული ფრანსე 24: საფრანგეთში ახლად დაარსებული ჟან კასტექსის მთავრობა, მინისტრთა საბჭოს პირველ სხდომას დღეს გამართავს

ლე მონდი: ბრაზილიის პრეზიდენტ ჯეირ ბოლსონაროს, Covid-19 ტესტი პოზიტიური დაუფიქსირდა

ლე ფიგარო: ტრამპმა დაპირება შეასრულა და ჯანმო-დან გამოვიდა

რუსული საინფორმაციო პორტალი რბკ: პეკინმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში მიიღებს რუსეთსა და აშშ-ს შორის მიმდინარე სტრატეგიული იარაღის შემცირების შესახებ მოლაპარაკებებში, თუ აშშ-ი ბირთვული იარაღის რაოდენობას ჩინეთისამდე  დაიყვანს

საინფორმაციო პორტალი ლენტა.რუ:, როსკოსმოსის ხელმძღვანელის მრჩეველი (რუსეთის სახელმწიფო კოსმოსური საქმიანობების ორგანიზაცია) ივან საფრონოვი,  ჩეხეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

საინფორმაციო სააგენტო ტასი: რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს გერმანიისა და ბელგიის მიერ მომზადებულ და გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე წარდგენილ ”სირიაში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდების შესახებ” კანონპროექტს,.



მსგავსი ინფორმაციები