უცხოური პრესა 07.07.2020

დღევანდელი უცხოური მას-მედიის მოკლე მიმოხილვა

1450400
უცხოური პრესა 07.07.2020

არაბული ალ ქუდსი ალ არაბი: ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა ისრაელის პრემიერ მინისტრ ბინიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ინგლისი შეშფოთებულია ოკუპირებული დასავლეთის სანაპიროს ნაწილების ანექსიის გეგმასთან დაკავშირებით

ყატარული ტელეარხი ელ-ჯეზირე: ნაჰდას კაშხალთან დაკავშირებით, ეგვიპტესა და ეთიოპიას შორის მოლაპარაკებების ახალი ეტაპის დაწყებისთვის მდელობები გრძელდება

ყატარული ალ რაია ალ კატარია: ყატარი: არაბ-ჩინეთის თანამშრომლობა ემყარება საერთო ინტერესებს

გერმანული დოიჩე ველე: გერმანიის მთავრობის ტურიზმის წარმომადგენელმა ტომას ბარეისმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების  გამო თურქეთისადმი დაწესებულ მოგზაურობის შეზღუდვის დადგენილებას ახლიდან გადახედავენ და მოკლე დროში დადებით პასუხს გამოიტანენ

ტაგესშაუ.დე: გამოცხადდა, რომ გერმანია 10 წელიწადში, ერთ მილიარდ ევროს ხარჯავს ქვეყანაში განლაგებული აშშ-ს ჯარისთვის

ზეიტ.დე: გერმანიაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამართალდამცავ უწყებაში რასისტული დისკრიმინაციის შესახებ ჩატარებული კვლევის გაუქმებამ, უარყოფითი რეაქცია გამოიწვია

ესპანური ელ პაისი: ესპანეთის მთავრობა, დღევანდელ მინისტრთა საბჭოს სხდომაზე, გასაჭირში მყოფი ოჯახებისთვის, გადასახადების 30 სექტემბრამდე გადავადების დადგენილებას გამოიტანს

ლა ვანგარდია: მექსიკის პრეზიდენტი, ანდრეს მანუელ ლოპესი ობრადორი, აშშ-ში ვიზიტის დროს (სამშაბათს) ორ შეხვედრას გამართავს ტრამპთან

არგენტინული ინფობაე: ბრაზილიის პრეზიდენტმა ბოლსონარომ, კორონავირუსის ეჭვის გამო (გარკვეული სიმპტომების გამო), ტესტი ჩაიტარა

ბელგიური ლე სუარი: კორონავირუსი: ანტისხეულების შესწავლის თანახმად, მასობრივი იმუნიტეტთან (ალბათობა) ჯერ კიდევ ძალიან შორს ვდგავართ

ფრანგული ლე მონდი:  ახალი პრემიერის, კასტექსის მთავრობაში, კადრების მხრივ არც თუ ისეთი დიდი ცვლილებები განხორციელდა

ლე პარიზიენი: საფრანგეთის ახალი კაბინეტის კრიტიკა. სოციალისტური პარტიის გენერალური მდივანი ოლივიე ფორური: "ეს არ არის მთავრობა, არამედ პრეზიდენტის კაპრიზია, რომელსაც სურს მეფე გახდეს."

რუსული საინფორმაციო პორტალი ლენტა.რუ: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა თქვა, რომ რუსეთმა, აშშ-ს წინააღმდეგ,  როგორც შეთანხმების მხარე,  ნდობა დაკარგა

გაზეთი იზვესტია: რუსეთში საწარმოების თითქმის ნახევარზე მეტმა კვლავ დაიწყო მუშაობა

საინფორმაციო სააგენტო ტასი: რუსეთის ფედერაციის მინისტრთა კაბინეტი მხარს უჭერს კანონპროექტს, რომელიც კრძალავს რუსეთის ელჩების ორმაგ მოქალაქეობას



მსგავსი ინფორმაციები