უცხოური პრესა 06.07.2020

დღევანდელი უცხოური მას-მედიის მოკლე მიმოხილვა

1449654
უცხოური პრესა 06.07.2020

ყატარული ალ რაია: ამერიკის საელჩოს ერაყში რაკეტები ესროლეს

ომანური ვათანი: ომანმა, ინდოეთიდან ცოცხალი ფრინველების და ცხოველების იმპორტი აკრძალა

ლიბანური ელ მუსტაკბალი: ლიბანში კოვიდ 19 დაინფიცირებულთა რაოდენობამ 1873 კაცს მიაღწია

გერმანული ფრანკბურთერ ალგამეინე ცაიტუნგი: ონლაინ ვაჭრობა გერმანიაში, კორონავირუსის კრიზისის შედეგად ძლიერ გაიზარდა

რუდ.დე: გერმანიის პარლამენტი (ბუნდესტაგი), დღეიდან დაწყებული 7 სექტემბრამდე, საზაფხულო არდადეგებზე გადის

შპიგელ.დე: კორონავირუსის კრიზისი, ზოგიერთ პროვინციას სურს ნიღბით ვაჭრობის იმპერატივის გაუქმება

ფრანგული ლე პარიზიენი: მკვლევარები აფრთხილებენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას: მათი თქმით, კორონავირუსი აეროზოლური გზით უფრო ადვილად გადადის, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ (აეროზოლის საშუალებით, მცირე თხევადი ნაწილაკები ჰაერში დარჩენას გულისხმობენ)

ლე ფიგარო: საფრანგეთის ცენტრალური ბანკის განცხადებით, ეკონომიკური გამოჯანსაღება "ოდნავ უკეთესად მიმდინარეობს, ვიდრე მას ელოდნენ"

ბელგიური ლე სუარი: კორონავირუსი: სისხლის მარაგი კვლავ "კრიტიკულ მდგომარეობაშია"

არგენტინული ინფობაე: ბოლივიის ჯანდაცვის მინისტრსაც კოვიდ-19 ტესტის შედეგი პოზიტიური დაუფიქსირდა, ასე რომ მთავრობაში ინფიცირებულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა

ტელესური (კუბა): წინასწარი შედეგების თანახმად, დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტობისთვის ხმების დათვლა გრძელდება და ლუის აბინადერი, ჯერ ჯერობით ლიდერია

კოლუმბიური ესპექტადორი: ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მწოლიარე პაციენტების დატვირთვის მაჩვენებელი ბოგოტაში  80%-ს აღემატება

რუსული საინფორმაციო პორტალი გაზეტე.რუ: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი აკმაყოფილებენ ყოვლისმომცველი ბირთვული აკრძალვის შესახებ ხელშეკრულების ყველა დებულებას

საინფორმაციო საიტი ვესტი.რუ: რუსეთმა 1 აგვისტომდე გააგრძელა საერთაშორისო ფრენების აკრძალვისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლის შეზღუდვები

საინფორმაციო სააგენტო ტასი:  ქალაქ როსტოვთან ვერტმფრენის მკაცრი დაშვების დროს, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა



მსგავსი ინფორმაციები