უცხოური პრესა 03.07.2020

დღევანდელი უცხოური მას-მედიის მოკლე მიმოხილვა

1448194
უცხოური პრესა 03.07.2020

ინგლისურენოვანი არაბული გაზეთი ალქუდს ალ არაბი: ინდოეთში, ერთ ქორწილში, კორონავირუსისგან ნეფე გარდაიცვალა, 100-მდე მონაწილე კი დაინფიცირდა

იორდანიული ელ-დესტური: ამერიკელი ცნობილი ინფექციური დაავადებების სპეციალისტი ენტონი ფუჩის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინების საბოლოო ტესტირების ეტაპებს, ივლისის ბოლოს დაიწყებენ

ყატარული ალ რაია: ლიბიაში პოლიტიკური ვარიანტების მხარდასაჭერად, ყატარ - თურქეთს შორის კონსენსუსი შესდგა

გერმანული სუდეტშ.დე: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ საფრანგეთმა ნატოს არასწორი ინფორმაციები მიაწოდა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში არსებული დაძაბულობის შესახებ და ამიტომ, პარიზმა ოფიციალური ბოდიში უნდა მოიხადოს

დოიჩე ველე: გერმანიის სოციალური მედიის კანონი, გახდება თუ არა მაგალითი თურქეთისათვის?

ზეიტ.დე:  გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მაასის განცხადებით, თურქეთისადმი კორონავირუსის სამგზავრო გაფრთხილებას გადახედავენ

ფრანგული ლე მონდი:  მაკრონი თვლის, რომ ეს იქნება "მკაცრი (ნორმალური) დაბრუნება" და სურს განახორციელოს საპენსიო რეფორმა

ტელეარხი ფრანსე 24: საფრანგეთი, კოლონიზაციის პერიოდში დაღუპული 24 მუსლიმანი მებრძოლის ცხედარს, ალჟირს გადასცემს

ლე ფიგარო: Air France ეკონომიკური კრიზისის გამო, თანამშრომლების რაოდენობას შეკვეცავს

ესპანური ლა ვანგარდია: კატალონიის ავტონომიური რეგიონის ყოფილმა ლიდერმა კარლოს პუიგდემტმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მისი ახალი პარტია, 25 ივლისს დაფუძნდება

არგენტინული ინფობაე: ლათინური ამერიკის ქვეყნების ეკონომიკური კომისია (Cepal) ვარაუდობს, რომ ეპიდემიის ლათინური ამერიკაში მთლიანობაში 2,7 მილიონზე მეტი ოფიციალური კომპანია დაიხურება

ტელესური (კუბა): გამოკვლევა აჩვენებს, რომ Covid-19 ბრაზილიაში 2019 წლიდან არსებობდა

რუსული გაზეტა.რუ: რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ აშშ-ს მოუწოდა, არ ჩაერიონ სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში

რუსული საინფორმაციო სააგენტო ტასი: საერთაშორისო ფრენების აკრძალვა რუსეთში, ჯერჯერობით, 1 აგვისტომდე გაგრძელდა

ლენტა.რუ: კვირას ჩატარებულ რეფერენდუმზე საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭირა რუსეთის ამომრჩეველთა 77.92 პროცენტმა



მსგავსი ინფორმაციები