უცხოური პრესა 02.07.2020

დღევანდელი უცხოური მას-მედიის მოკლე მიმოხილვა

1447505
უცხოური პრესა 02.07.2020

ინგლისურენოვანი არაბული გაზეთი ალქუდს ალ არაბი: საუდის მეთაურობით არაბულმა კოალიციამ, იემენში, ჰუსიტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო

ყატარული ალ რაია: ეთიოპიაში, 50 ადამიანი დაიღუპა მომღერალ ჰაშალუ ჰუნდის მკვლელობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში

ელ-ჯეზირე: ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, ისრაელის ანექსიის გეგმა, საერთაშორისო ფორუმებზე ისრაელისთვის ბრიტანეთის მხარდაჭერის დაბლოკვას მოემსახურება

გერმანული ფრანკბურთერ ალგემეინე: კორონას კრიზისმა გერმანიაში, უმუშევრობის ზრდა გამოიწვია

დპა: ეპიდემიის გამო, Volkswagen-მა შეაჩერა თურქეთში ქარხნის აშენების გეგმა

შპიგელ.დე: დღეს, ორი თურქი მინისტრი ბერლინს ეწვევა და განიხილავენ გერმანელი ტურისტებისათვის თურქეთში მგზავრობის შეზღუდვის მოხსნას

ესპანური ელ პაისი: ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი ერნესტო ტალვი, სამხრეთ ამერიკის საერთო ბაზრის თავჯდომარეობის თანამდებობიდან გადადგა

ელ ესპექტადორი: მექსიკაში, სარეაბილიტაციო ცენტრზე თავდასხმას 24 ადამიანი ემსხვერპლა

არგენტინული ინფობაე: კრიზისი ვენესუელაში: ქვეყანამ 77 წლის განმავლობაში, ყველაზე ნაკლები ნავთობის ექსპორტი განახორციელა

ფრანგული ლე პარიზიენი: საგადასახადო კორუფცია: სახელმწიფომ 2019 წელს 12 მილიარდი ევროს კონფისკაცია მოახდინა, რაც რეკორდია

ლე ფიგარო:  საფრანგეთის ამომრჩეველთა 57% სურს ამჟამინდელი პრემიერ მინისტრის, ედუარდ ფილიპეს თანამდებობაზე დარჩენა

ლე მონდი: უნივერსიტეტები საფრანგეთში: სახელმწიფო საბჭომ დაამტკიცა უცხოელ სტუდენტთა რეგისტრაციაზე მაღალი ფასები

რუსული საინფორმაციო სააგენტო ტასი: საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა რუსეთის ამომარჩეველთა 77.93% -მა

რია ნოვოსტი: პელოსმა,  თალიბებთან შეთანხმების გამო, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების წინადადება წამოაყენა

ლენტა. რუ: "ჩრდილოეთ ნაკადი-2" პროექტისთვის აშშ-ს სანქციების ახალი ღირებულება გამოითვალა და იგი  700 მილიონი ევროთი განისაზღვრა



მსგავსი ინფორმაციები