უცხოური პრესა 01.07.2020

დღევანდელი უცხოური მას-მედიის მოკლე მიმოხილვა

1446733
უცხოური პრესა 01.07.2020

ინგლისურენოვანი არაბული გაზეთი ალქუდს ალ არაბი:   ისრაელის მიერ პალესტინის ტერიტორიების ანექსიის გეგმის საწინააღმდეგოდ და ევროპის ზოგიერთი ქვეყნების მხრიდან დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების მიზნით,  პოლიტიკური კონტაქტები გრძელდება

ყატარული ალ რაია: გაერო ინტენსიურ ძალისხმევას იჩენს ყატარის დედაქალაქ დოჰაში ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად  ოფისის გახსნისთვის

ელ-ჯეზირე: წამყვანი ამერიკელი ექსპერტი მსოფლიო საზოგადოებრიობას აფრთხილებს კორონავირუსთან დაკავშირებული შეცდომების გამო. არაბულ სამყაროში ყველაზე მეტი კოვიდ-19-ის შემთხვევები ალჟირში დაფიქსირდა

გერმანული ველტ.დე: გერმანიის თავდაცვის მინისტრი ანნეგრეტ კრამპ-კარენბაუერი, გერმანიის არმიის სპეცრაზმში (KSK) უკიდურესი მემარჯვენე ელემენტების ქმედებების აღმოჩენის შემდეგ, მისი რეკონსტრუქციისა და ერთი ნაწილის დაშლის გეგმას ამზადებს

დოიჩე ველე: ევროკავშირმა დღეიდან საზღვრები გაუხსნა 14 ქვეყანას

შპიგელ.დე: გერმანიაში, მინიმალური საათობრივი ხელფასი  9.35 ევროდან, თანდათანობით გაიზრდება 10.45 ევრომდე

ესპანური ელ პაისი: პირველ კვარტალში ესპანეთის ეკონომიკამ ისტორიული ვარდნა განიცადა და 5.2 პროცენტამდე დაეცა

ლა ვანგარდია: ევროკავშირი, კორონავირუსის კრიზისიდან გამოსვლის საკითხში გერმანიისგან ელოდება გამოსავალს

არგენტინული ინფობაე: ჩავიზმის (ყოფილი პრეზიდენტის უგო ჩავესის მარცხენა პოლიტიკური მოძრაობა) უმაღალესმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დეკემბერში და გაიზრდება დეპუტატთა რაოდენობა

ფრანგული ფიგარო: ევროკავშირმა დღეიდან საზღვრები გაუხსნა 14 ქვეყანას და ამ სიაში აშშ-ი არ შედის

ტელეარხი ფრანსე 24: თვითმფრინავების მწარმოებელი ევროპული კომპანია Airbus-ი, კოვიდ -19 კრიზისის შედეგად გამოწვეული ფინანსური სირთულეების გამო სამსახურიდან გაათავისუფლებს 15,000 თანამშრომელს, მათ შორის 5,000 საფრანგეთში

ლე მონდი:  საფრანგეთის საავტომობილო ბაზარმა, ოთხ თვიანი შემცირების შემდეგ, ივნისში  გაზრდა დაიწყო

რუსული საინფორმაციო პორტალი რბკ: ამერიკული გაზეთი New York Times-ი იტყობინება, რომ რუსების თალიბებთან კავშირის მტკიცებულებები გააჩნიათ

გაზეთი იზვესტია: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მელისა ვუინოვიჩმა, რუსეთის ბრძოლა კორონავირუსის წინააღმდეგ, დადებითად შეაფასა

საინფორმაციო პორტალი გაზეტა რუ: რუსეთისა და ბელორუსიის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და  ალექსანდრე ლუკაშენკომ მონაწილეობა მიიღეს  რუსეთის ქალაქ რჟევთან ახლოს, საბჭოთა ჯარისკაცის ქანდაკების გახსნის ცერემონიაში



მსგავსი ინფორმაციები