უცხოური პრესა 30.06.2020

დღევანდელი უცხოური მას-მედიის მოკლე მიმოხილვა

1446006
უცხოური პრესა 30.06.2020

არაბული ტელეარხი ელ ჯეზირე: რიადს (საუდის არაბეთს) და ვაშინგტონს (აშშ) სურთ ირანზე ემბარგოს გახანგრძლივება

ინგლისურენოვანი არაბული გაზეთი ალქუდს ალ არაბი: თეირანმა, გასულ წელს, აშშ-ის მხრიდან ირანის რევოლუციური დაცვის არმიის მეთაურის, გენერალ ქასიმ სულეიმანის მკვლელობასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაპატიმრების ორდერი გამოსცა და ამასთან ამ საკითხში ინტერპოლს დახმარებაც სთხოვა

ყატარული ალ რაია: სირიის მომავლის მხარდასაჭერად, ბრიუსელის კონფერენცია დღეს იწყებს მუშაობას

გერმანული ბილდ.დე: კორონავირუსის წესებს გერმანიაში აღარავინ იცავს

დოიჩე ველე: ვენესუელამ, ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ, ევროკავშირის ერთი  ელჩის დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო

არდ.დე: გერმანიის კანცლერმა მერკელმა, თავისი ქვეყნის ევროკავშირის როტაციური თავჯდომარეობის დაწყების წინ, ბერლინში,  საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს უმასპინძლა

ლე პარიზიენი: ილე-დე-ფრანსეში (რეგიონი, პარიზის ჩათვლით), ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ ქალთა რაოდენობა გაიზარდა და მრავალი ქალაქის მერი ქალი გახდა

ლე ფიგარო: 70-მდე ახალგაზრდა ემიგრანტმა,  რომელთაც ჯერ არ აქვთ ბინადრობის ნებართვა ან სხვა რაიმე სანებართვო დოკუმენტი, პარიზში უკანონო ბანაკი დასცეს

ბელგიური ლე სუარი: ევროპის აღდგენის გეგმა: გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იწყებენ ე.წ. "ქამრის მოჭერის" პოლიტიკას

ესპანური ელ პაისი: ესპანეთის პრემიერ მინისტრი პედრო სანჩესი, პანდემიის პერიოდში პირველ უხოურ ვიზიტს მავრიტანიაში განახორციელებს

ლა ვანგარდია: ევროკავშირი, 1 ივლისიდან საზღვრებს გაუხსნის 15 ქვეყანას და მათ შორის არ არიან აშშ-ი, რუსეთი და ბრაზილია

არგენტინული ინფობაე: ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, ევროკავშირის მხრიდან ახალი სანქციების გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, ქვეყნიდან გააძევა ევროკავშირის ერთი

რუსული საინფორმაციო სააგენტო ტასი: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-მა ბირთვული ტესტების ახლიდან აღდგენის გზა გახსნა

რუსული საინფორმაციო პორტალი რია ნოვოსტი: რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) დაბლოკა ტერაქტი ვლადიკავკაზში

გაზეთი იზვესტია: აშშ-მა,  რუსეთში ექსპორტის შეზღუდვები გაამკაცრა



მსგავსი ინფორმაციები