უცხოური პრესა 29.06.2020

დღევანდელი უცხოური მას-მედიის მოკლე მიმოხილვა

1445195
უცხოური პრესა 29.06.2020

ინგლისურენოვანი არაბული გაზეთი ალქუდს ალ არაბი:  პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის გენერალური მდივანი საებ ერეკატი: ”ჩვენ, ისრაელის მხრიდან პალესტინური მიწების ანექსიის საკითხში, ყველა არაბული ქვეყნისაგან იორდანიის მსგავს დამოკიდებულებას ველით“

ელ ჯეზირე:  პალესტინურმა დაჯგუფებებმა, ისრაელის ანექსიის გეგმის წინააღმდეგ,  ყოვლისმომცველი წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდეს

ალ რაია ალ კატარია: გაეროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მოითხოვა, რომ  დასავლეთის სანაპიროს ანექსიის თავიდან ასაცილებლად საჭირო ყველანაირი ნაბიჯები გადაიდგას

გერმანული ბილდ.დე: გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მოქმედ პარლამენტის შენობას, უცნობმა პირებმა აალებადი ბოთლები ესროლეს

დოიჩე ველე: გერმანიის ხორცის ფაბრიკებში კოვიდ-19 შემთხვევების მომრავლებამ, ხორცის დაბალი ფასებისა და სასაკლაოებში ცუდი სამუშაო პირობების საკითხზე დისკუსიები გამოიწვია

შპიგელ.დე: მთელს მსოფლიოში ნახევარი მილიონი ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსისგან

ესპანური ელ პაისი: ესპანეთმა დახურა 7 ქვანახშირის ელექტროსადგური და დაიწყო ამ წიაღისეული საწვავის მიწაში ჩამარხვის პროცესი

ელ მუნდო: კოვიდ-19-მა განაახლა ალჟირის სანაპიროდან ლტოლვილთა შემოდინება ესპანეთის ბალეარის კუნძულებზე

ელ ნასიონალი (ვენესუელა): ვენესუელას იმ რეგიონებში, სადაც მკაცრი საკარანტინო ზომები მიიღება, ბანკები არ იმუშავებენ

ფრანგული ლე მონდი: საფრანგეთში 2020 წლის ადგილობრივი არჩევნები: ქვეყნის დიდ ქალაქებში მწვანეთა მოძრაობამ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტელეარხი ფრანსე 24: პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა: საფრანგეთის აფრიკული წარმოშობის მოქალაქე ასა ტრაორე, რომლის ძმა მოკლა საფრანგეთის პოლიციამ, დაჯილდოებულ იქნა აშშ-ის მიერ

ბელგიური ლე სუარი: ევროპის საბჭომ  ბელგია, შემოსავლების უსამართლობის გამო გააკრიტიკა

რუსული საინფორმაციო პორტალი რია ნოვოსტი: ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მის ქვეყანას კვლავ დაყოფა ემუქრება

გაზეთი იზვესტია: პანდემიის შემდეგ, რუსეთში დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი გაიზრდება

რუსული საინფორმაციო სააგენტო ტასი: ექიმებმა განაცხადეს, რომ  იმ პაციენტებში, რომლებმაც რუსეთში დამზადებული კოვიდ-19 ვაქცინა გამოსცადეს, გვერდითი მოვლენები არ შეინიშნება



მსგავსი ინფორმაციები