უცხოური პრესა 26.06.2020

დღევანდელი უცხოური მას-მედიის მოკლე მიმოხილვა

1443666
უცხოური პრესა 26.06.2020

ინგლისურენოვანი არაბული გაზეთი ალქუდს ალ არაბი: ალერგიის ზოგიერთ სახეობას შეუძლია კორონავირუსისგან დაცვა

არაბული ელ ჯეზირე: ეგვიპტის პარლამენტმა მოითხოვა, რომ მცირე მასშტაბით მეჩეთები გახსნან იმ ქალაქებში, რომლებსაც აქვთ კორონას ცოტა შემთხვევები

ყატარული ალ რაია: მას შემდეგ, რაც ჰაშდი შააბის ერთი ნაწილი დააკავეს, მას შემდეგ მათი მეორე ნაწილი ბაღდადის რაიონებში გამოჩნდნენ

გერმანული სუდეტშ ცაიტუნგი: ევროკავშირის კომისიამ დაამტკიცა გერმანიის მთავრობის 9 მილიარდიანი ევროს დახმარების პაკეტი, რომელიც გათვალისწინებულია გერმანიის ავიაკომპანია Lufthansa-ს გადასარჩენად

ზდფ.დე: ევროპული მედიკამენტების სააგენტო EMA-მ, რეკომენდაცია გაუწია Remdesivir–ის პირობითად გაყიდვის ნებართვას იმ პაციენტებზე, რომლებიც მკურნალობენ კოვიდ-19-გან

დოიჩე ველე: გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორტს სეჰოფერმა განაცხადა, რომ იგი სარჩელს აღძრავდა ერთი ჟურნალისტის წინააღმდეგ, მაგრამ, მის ამ განცხადებას დიდი უარყოფითი რეაქცია მოჰყვა რა, იგი იძულებული გახდა უკან გადაედგა ნაბიჯი

ფრანგული ლე მონდი: გაეროს ბავშვთა ფონდი, UNICEF-ი, მსოფლიო საზოგადოებრიობას აფრთხილებს მილიონობით დამშეული იემენელი ბავშვის ბედის შესახებ

ფრანსე 24: პანდემიის გამო სამი თვის განმავლობაში დახურული პარიზის ორლის აეროპორტი, საჰაერო მიმოსვლისათვის გაიხსნა

ბელგიური ლე სუარი: ბელგიელმა პარლამენტარებმა მკაცრი რეაგირება მოახდინეს პრემიერ-მინისტრ სოფი ვილმესზე იმიტომ, რომ მან ნიღაბი არ გაიკეთა

ესპანური ლა ვანგარდია: პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონის  24 რეგიონიდან 19-ში, კოვიდ-1-ის პანდემიის გამო, შეზღუდვები ახლიდან დააწესეს

ტელესური (ვენესუელა): გერმანია, კოვიდ-19-ის დიაგნოზირებისთვის პერუს ტესტებს გადასცემს

არგენტინული ინფობაე: კორონავირუსის შემდეგ ეკონომიკური აღდგენა  ევროპაში, ძლიერდება

რუსული საინფორმაციო პორტალი რია ნოვოსტი: ევროკავშირმა უარი უთხრა რუსეთს იმ ქვეყნების სიაში შეყვანაზე, რომლებთანაც 1 ივლისიდან კარებს გახსნის

გაზეთი კომერსანტი: იაპონიამ ნოტა გადასცა რუსეთს, რომელიც ოხოტსკის ზღვაში, კურილის კუნძულების მახლობლად გეოლოგიურ კვლევებს ახორციელებს

რუსული საინფორმაციო სააგენტო ტასი: გერმანიის მთავრობა ამზადებს ზომებს იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ი სანქციებს დააწესებს ჩრდილოეთ ნაკადი-2 მიმართ



მსგავსი ინფორმაციები