უცხოური პრესა 16.06.2020

დღევანდელი უცხოური მას-მედიის მოკლე მიმოხილვა

1436948
უცხოური პრესა 16.06.2020

ყატარული ელ ჯეზირე: შვედეთის საერთაშორისო სამშვიდობო კვლევების ინსტიტუტმა განაცხადა, რომ ისრაელს 90 ბირთვული ქობინა გააჩნია

ინგლისურენოვანი არაბული გაზეთი ალქუდს ალ არაბი: კანადაში გაიმართა მიტინგი, რომელზედაც  საჯარო მოხელეებისთვის თავსაბურავის აკრძალვა გააპროტესტეს

ინგლისში გამომავალი არაბულ ენოვანი გაზეთი ალშარქ ალავსათი: ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობა (UMH) საერთაშორისო დახმარებას ითხოვს პუტჩისტ ჰაფტერის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში მასობრივი საფლავების გამოძიებაში

გერმანული შპიგელ.დე: გერმანელი ტურ ოპერატორები თურქეთისა და ტურიზმის სხვა მასპინძელი ქვეყნებისგან შეზღუდვების მოხსნას  მოითხოვენ

სუდეტშ ცაიტუნგი: გერმანიის მთავრობა გახდა ფარმაცევტული კომპანია CureVac-ის მეწილე, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიმუშავა.

დოიჩე ველე:  ისრაელის მიერ დასავლეთის სანაპიროზე მდებარე პალესტინის მიწების ანექსიის გეგმას, ჰამასის მხრიდან ძლიერი და მკაცრი რეაქცია მოჰყვა

ფრანგული ლე მონდი: საფრანგეთში ჯანდაცვის მუშაკები ზეწოლას ახდენენ მთავრობაზე, რათა მათი ხელფასების მკვეთრი გაუმჯობესება მოხდეს

ლე ფიგარო: ვაქცინა: საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, მის ქვეყანაში ვაქცინის წარმოების მხარდაჭერის მიზნით, დღეს ქალაქ ლიონში მოქმედ ფარმაცევტული კომპანია Sanofi/სანოფის ეწვევა

შვეიცარიული ტემპსი: სამედიცინო კვლევის თანახმად, კორონავირუსით დაინფიცირდა ქალაქ ჟენევის მოსახლეობის მხოლოდ 11%  პროცენტი

ესპანური ლა ვანგარდია: ესპანეთში შემავალი კატალონიის ავტონომიური რეგიონის მთავრობამ, ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, 7 მილიონი ევროს ინვესტიცია გამოყო

არგენტინული ინფობაე: ისრაელელი მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ერთი ანტიპარაზიტული პრეპარატი, კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ეფექტური იქნება

ელ მერკურიო (ჩილე): კოვიდ -19 – ით დაინფიცირებულების 45 პროცენტი შეიძლება ასიმპტომური იყოს, ამიტომაც რთულდება დაავადების კონტროლი

რუსული საინფორმაციო პორტალი ლენტა.რუ: კორონავირუსის ეპიდემიის გამო, გამარჯვების დღის ღონისძიებები რუსეთის 13 ქალაქში გაუქმდა.

გაზეთი იზვესტია:  რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო და ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი, უახლოეს დღეებში რუსული წარმოების კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე ტესტებს დაიწყებენ

რუსული საინფორმაციო სააგენტო ტასი: რუსეთის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ნორილსკში, მდინარეში დაღვრილი დიზელის საწვავის გაწმენდის სამუშაოები გრძელდება



მსგავსი ინფორმაციები