უცხოური პრესა 10.06.2020

დღევანდელი უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1433006
უცხოური პრესა 10.06.2020

ინგლისურენოვანი არაბული გაზეთი ალქუდს ალ არაბი: ისრაელის უზენაესმა სასამართლომ, ისრაელის მიერ  პალესტინის კერძო მიწებზე შეჭრის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილება, "არაკონსტიტუციურად" მიიჩნია

ყატარული ელ ჯეზირე: ყატარმა მკაცრად დაგმო თურქეთის ქალაქ ვანში, ქურთული სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის, PKK-ას თავდასხმა სამოქალაქო ავტობუსზე, რის შედეგადაც დაიღუპნენ სამოქალაქო პირები და თურქეთის ხელისუფლებას და ხალხს სამძიმარი გამოუცხადა

ინგლისში გამომავალი არაბულ ენოვანი გაზეთი ალშარქ ალავსათი: პალესტინაში  კოვიდ-19-ის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ბავშვებიც არიან, ხოლო  ლიბიაში კი საზღვარგარეთიდან დაბრუნებულებში გაიზარდა შემთხვევების რიცხვი

გერმანული დოიჩე ველე: მწვანეთა პარტიამ მოითხოვა, რომ გერმანიის კონსტიტუციაში ჩაწერილი ტერმინი "რასიზმი", ამოიღონ კონსტიტუციიდან

ბორსენ-ცაიტუნგი.დე: საბერძნეთი და იტალია შეთანხმდნენ, რომ ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონას შექმნიან ხმელთაშუა ზღვაში

ტაგესშაუ.დე: გერმანიის ეკონომიკის ხერხემალმა-ექსპორტმა, კოვიდ-19 ზომების გამო, ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დააფიქსირა

ბელგიური ლე სუარი: კორონავირუსი: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) თანახმად, ვითარება მსოფლიოში უარესდება.

ფრანგული ტელეარხი ფრანსე 24: საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მდებარე ეიფელის კოშკი, ვიზიტორებისთვის 25 ივნისს გაიხსნება

ლე მონდე: აშშ-ში ჯორჯ ფლოიდი დაკრძალეს, მაგრამ, ტრამპს ამის შესახებ რაიმე განცხადება არ გაუვრცელებია

არგენტინული კლარინი: პან-ამერიკული ჯანდაცვის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ივნისი იქნება Kovid-19–ის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი თვე

ესპანური ლა ვანგარდია: ესპანეთში  გამოცემულ “ახალ ნორმალურზე“ გადასვლის ბრძანებულებაში, სოციალური მანძილი 1,5 მეტრამდე შემცირდა

ლე მონდე: ესპანეთის უნივერსიტეტები, დასაქმების სტაგნაციის გამო, კარგავენ საერთაშორისო პრესტიჟს

რუსული საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი: კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა, კორონავირუსთან დაკავშირებული დაბალი სტატისტიკის შესახებ ბრალდება, უარყო

გაზეთი იზვესტია: რუსი სენატორის ალექსი პუშკოვის განცხადებით, რუმინეთმა, რომელიც რუსეთს მტრად მიიჩნევს, გაიმეორა აშშ-ის ყალბი და ბანალური თეზისი რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით

რუსული საინფორმაციო სააგენტო ტასი: რუსეთი შეიყვანეს იმ 5 ქვეყნის სიაში, რომლებიც  პანდემიის კრიზისის შემდეგ ყველაზე სწრაფად აღდგებიან



მსგავსი ინფორმაციები