უცხოური მედია 22.05.2020

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1421640
უცხოური მედია 22.05.2020

„ალ-ქუთს ალ-არაბი“:  კორონავირუსის კრიზისი: დუბაის სავაჭრო პალატა, საემიროების კომპანიების 70%-ის ექვს თვეში დახურვას ვარაუდობს.

„ალ-რაია ალ-კატარია“ (კატარი):    თურქეთი, ხაფთარს ეროვნული ინტერესების გამო აფრთხილებს.

ტელეკომპანია „ალ ჯაზირა“:  ხაშოგის შვილებმა მამის მკვლელებს აპატიეს.

„ფაზ.დე“: კორონას პერიოდში დასვენება - კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმეთ ნური ერსოიმ განაცხადა, რომ „თურქეთი  იქნება ერთ-ერთი სასურველი ქვეყანა“.

„ბილდ.დე“:  25 მილიონ ევროიანი შეთავაზება - „ლივერპულის“ მთავარი  მწვრთნელი  იურგენ კლოპი  „ტრაბზონსპორის“  შემადგენლობაში მყოფი  თურქ მეკარე უღურჯან ჩაქირის ტრანსფერს  ითხოვს.  

გერმანული გამოცემა „ფოკუს.დე“: კოვიდ-19: აშშ ვაქცინისთვის დიდი ბრიტანეთის  ფარმაცევტულ კომპანიას  1 მილიარდ დოლარს გადასცემს.

„ლა ვანგარდია“ (ესპანეთი): ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო მადრიდსა და ბარსელონაში მომავალი კვირის ორშაბათიდან პირველ ფაზაზე გადასვლას ვარაუდობს.

„ტელესური“ (ვენესუელა):  პრეზიდენტი მადურო კარანტინის უფრო მოქნილი გეგმის შეთავაზებას აპირებს.

„პრენსა ლათინა“  (კუბა): ბრაზილიელები, მდიდარ შვეიცარიაში საჭმლისთვის მიემართებიან.

„ლე მონდე“ (საფრანგეთი): ახლო აღმოსავლეთი ამის შემდეგ  შესაძლოა იქცეს პოლიტიკურ ვირუსად: დონალდ ტრამპის პოლიტიკა.

„ლე ფიგარო“  (საფრანგეთი):  საფრანგეთში ჩასატარებელი ადგილობრივი არჩევნები. თუ ქვეყანაში ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას მისცემს, არჩევნების მეორე ტური  შესაძლოა  28 ივნისს ჩატარდეს.

 „ლე ტემპსი“: (შვეიცარია)  ეკონომიკური შოკის მიუხედავად, ჩინეთი კოროვირუსის წინააღმდეგ „წარმატებას“ აღნიშნავს.

„იზვესტია“:  გაერო-ში რუსეთის მუდმივმა  წარმომადგენლმა ვასილი ნებენზიამ უშიშროების საბჭოზე განაცხადა, რომ უკრაინამ,  ყირიმი მისივე შეცდომების გამო დაკარგა.

რუსული სააგენტო „რია-ნოვოსტი“: აშშ აცხადებს, რომ რუსეთთან მნიშვნელოვანი შეიარაღებული მოლაპარაკებები გაიმართება.

„ლემტა. რუ“:   რუსეთში კორონავირუსის  მეორე ტალღა ყველაზე ადრე, ზაფხულის ბოლოსათვის არის მოსალოდნელი.  


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #უცხოური მედია

მსგავსი ინფორმაციები