უცხოური მედია 14.02.2020

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1359421
უცხოური მედია 14.02.2020

გთავაზობთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან

„ალ შარქ ალ ავსათი“   ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი: საუდის არაბეთი: „ჩვენ,  ისრაელთან არავითარი ურთიერთობა არ გვაქვს  და ასევე  არ გვაქვს დაგეგმილი სამომავლო მოლაპარაკებები“.

„ალ-რაი ალ-კატარია“ (კატარი): ერაყი: კვირა დღეს ახალი მთავრობა გამოცხადდება.

„ვათანი“ (ომანი): ერაყმა დარჩენილი ტერორისტების გასანეიტრალებლად საზღვრებზე ოპერაციები დაიწყო.

„ლე მონდე“ (საფრანგეთი): საავადმყოფოს თანამშრომლებს  გაფიცვის გაგრძელებისკენ მოუწოდეს.

„ლე პარიზიან“ (საფრანგეთი):  გლობალური დათბობა  ანტარქტიდაში  რეკორდულად მაღალი ტემპერატურა -20 გრადუსი დაფიქსირდა.

„ლე ფიგარო“ (საფრანგეთი):  საფრანგეთის მიერ ალჟირის ჩრდილოეთში ჩამოგდებული ატომური ბომბი, ორ ქვეყანას შორის მოუგვარებელ პრობლემად რჩება.

„დოიჩე ველე“: მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენცია დღეს იწყება.

გერმანული  „დი ველტი“: გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი,  თავშესაფრის მაძიებელთა  ახალ კრიზისის საფრთხეზე საუბრობს.

„ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ (გერმანია): ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა სწრაფად იზრდება.

„ელ პაისი“: (ესპანეთი)  მთავრობამ და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსის კრიზისის გამო, ბარსელონაში დაგეგმილი,  მობილური მსოფლიო კონგრესის გაუქმება   მკაცრად გააკრიტიკეს.

„ელ მუნდო“ (ესპანეთი): Brexit-ის მიუხედავად ესპანელ სტუდენტებს, განათლების მიღება ისევ ინგლისში სურთ.

„ტელესური“ (ვენესუელა): კოლუმბიის უმუშევრობის სააგენტომ,  ქვეყნის პრეზიდენტ ივან დუკეს ბრალდებები უარყო და მოსახლეობას საპროტესტო აქციებისკენ უხმო.

რუსული სააგენტო „ტასი“: რუსეთის საელჩომ აშშ-ს ახალ სანქციებს „რუსოფობიის ახალი  ლაშქრობა“ უწოდა.

რუსული სააგენტო „რია-ნოვოსტი“: პენტაგონი, ახალ რუსულ იარაღს საკუთარი ბირთვული ენერგიის საფრთხედ  მიიჩნევს.

რუსული გაზეთი „იზვესტია“: უკრაინამ,  მოქალაქეების ჩინეთიდან ევაკუაციის თარიღი დაასახელა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #უცხოური მედია

მსგავსი ინფორმაციები