უცხოური პრესა 13.02.2020

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

უცხოური პრესა 13.02.2020

 

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

„ალ-ქუდს ალ არაბი“: დუბაის ელმასების ბირჟის (აჰმედ ბინ სულაემი) პრეზიდენტმა ისრაელში საიუველირო ნაწარმის გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

„ალ შარქ ალ ავსათ“: ტრიპოლში სამშვიდობო შეთანხმების დარღვევა გრძელდება ... და ალ სარაჟმა (ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის თავმჯდომარე) გააკეთა მოწოდება დასრულდეს საგარეო ინტერვენციები.

„ალ ჟაზირა“: თურქეთი: "სირიის რეჟიმს იდლიბის საკონტროლო წერტილებიდან გავიყვანთ"

„ნ-ტვ.დე“: ერდოღანმა სირიის წინააღმდეგ მუქარის დოზა გაზარდა.

„შპიგელ.დე“: გერმანიის მთავრობამ, თურქეთისა და არაბული საემიროებისათვის იარაღის მიყიდვის ნებართვა გასცა.

„მერკურ.დე“: კორონავირურის გერმანიაში: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაავადებას ოფიციალურად მისცა ახალი სახელი. გერმანიაში კარანტინში დაახლოებით 200 ადამიანი რჩება.

„ლე ფიგარო“ (საფრანგეთი): სირია: ქალაქი იდლიბი უპრეცედენტო ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზეა.

„ლე მონდი“ (საფრანგეთი): გაერომ ისრაელის დასახლებებში მოქმედი 112 კომპანია აღმოაჩინა.

„ლე ტემპსი“ (შვეიცარია): შვეიცარია დაუცველია კიბერ შეტევებისგან.

„ელ პაისი“ (ესპანეთი): ორგანიზატორები კორონავირუსის კრიზისის გამო ბარსელონაში დაგეგმილი მობილური მსოფლიო კონგრესი გააუქმეს.

„ინფობაე“ (არგენტინა): აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ეკვადორის პრეზიდენტს ლენინ მორენოს უმასპინძლა: ”ჩვენ მზად ვართ ეკვადორთან სავაჭრო ხელშეკრულების დასადებად”

„ტელესური“ (ვენესუელა): ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ქვეყნის ახალგაზრდებს მოუწოდა, რომ მზად იყვნენ დაიცვან რეგიონის სუვერენიტეტი თავდასხმებისგან.

„გაზეტემ.რუ“: მოსკოვი: "თუ არ იქნება მიღებული ნაჩქარევი გადაწყვეტილებები რუსეთი და თურქეთი შესაძლოა წარმატებული იყოს."

„ლენტა.რუ“: რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ახლადდანიშნული ჩინეთის გენერალური კონსული 2 კვირის განმავლობაში კარანტინში იქნება.

გაზეთი „კომერსანტი“: რუსეთში უცხოელებისთვის ორმაგი მოქალაქეობის კანონპროექტს ამ თვეში პარლამენტის ქვედა ფრთას დუმა-ს წარუდგენენ.

ახალი ამბების სააგენტო „ჯი-ეჩ-ენ.გე“- (საქართველოს) საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5.7 პროცენტით გაიზარდა.

ახალი ამბების სააგენტო „ჯი-ეჩ-ენ.გე“- საქართველოს სარკინიგზო დერეფანი თურქმენული ნავთობპროდუქტების გადაზიდვისთვისაც კონკურენტუნარიანი გახდა.


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები