უცხოური მედია 27.01.2020

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1348043
უცხოური მედია 27.01.2020

გთავაზობთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან

 

ალშარქ ალავსათი, ინგლისში გამომავალი ინგლისურ ენოვანი არაბული გაზეთი: ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მდებარე აშშ-ის საელჩოზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, მინიმუმ ერთი ადამიანი დაშავდა

კატარული გაზეთი ალ რაია ალ კატარია: თურქეთი და ალჟირი, ლიბიაში მხარს უჭერენ კრიზისის პოლიტიკური გზით მოგვარებას

ომანური ვათანი: გერმანიამ, ერაყის ჩრდილოეთში ახლიდან დაიწყო ქურთების შეიარაღებული ფორმირების გადამზადება

გერმანული დოიჩე ველე:  გერმანიის არმიაში 550-მდე უკიდურესი მემარჯვენე მსახურობს

ზდფ.დე: CSU-ს თავჯდომარის სოდერის განცხადებით, გერმანიაში  ანტისემიტიზმი იზრდება

სუდეტშ ცაიტუნგი: აშშ-ის ერაყის საელჩოზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

ფრანგული ლე მონდე: ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის  ეპიდემიის გამო, უხანის რეგიონში მცხოვრები ფრანგები, ამ კვირაში სამშობლოში დაბრუნდებიან

ლე პარიზიენი: თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის მეორე დღეს,  ერთი პატარა გოგონა ნანგრევებიდან ცოცხლად გამოიყვანეს

ლე ფიგარო: ბავშვთა უფლებების შესახებ თავისი პროექტებისათვის საბოლოო ფორმის მისაცემად, მაკრონმა კონსულტაცია გამართა 50-მდე არა სამთავრო ორგანიზაციასთან

ესპანური ელ პაისი: ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრ ხოსე ლუის აბალოსსა და ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტ დელდი როდრიგეს შორის შეხვედრისას, ბევრი რამ გაურკვეველი დარჩა

ტელესური (ჩილე): პერუში გამართულ კონგრესის არჩევნებში საარჩევნო ყუთები დაიხურა და ხმის დათვლა დაიწყო.

საინფორმაციო საიტი Türkrus-ი: უკრაინის საკითხში ვლადიმერ პუტინის მარჯვენა ხელი და პირველი მრჩეველი ვლადისლავ სურკოვი, რომელსაც კრემლის “რუხ კარდინალს“ ეძახიან, თანამდებობიდან  გადადგა

გაზეტა.რუ: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბულგარეთის მთავრობის გადაწყვეტილება 2 რუსი დიპლომატის განდევნის შესახებ, "პროვოკაციულს" წარმოადგენს

ლენტა.რუ: ჩინეთის ჰუბის პროვინციაში, სადაც კორონავირუსის ეპიდემია მძვინვარებს,  140 რუსი მოქალაქეა და მათგან 75 უნივერსიტეტის სტუდენტია



მსგავსი ინფორმაციები