უცხოური მედია 20.01.2020

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1343941
უცხოური მედია 20.01.2020

 

გთავაზობთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან

 

ალშარქ ალავსათი, ინგლისში გამომავალი არაბულ ენოვანი გაზეთი: ბერლინის კონფერენციამ ლიბიაში, ცეცხლის მუდმივი შეწყვეტა მოითხოვა

კატარული გაზეთი ალ რაია ალ კატარია: დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებების დროს ლიბანში 400-მდე ადამიანი დაშავდა

ბაჰრეინული ალ-აიამი: ორი ადამიანი დაიღუპა ბაღდადის დემონსტრაციებში, გარდა ამისა, ირანთან ყველა სასაზღვრო პუნქტი გადაიკეტა

გერმანული დოიჩე ველე: ბერლინის ლიბიის კონფერენციაზე საგზაო რუკა მიიღეს

შპიგელ.დე: გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სტამბოლს მიემგზავრება

ზდფ.დე: ჩინეთი, სუპერმარკეტებში  ცელოფანის პარკების გაყიდვას კრძალავს

ესპანური ელ პაისი: ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ ფარულად დატოვა ვენესუელა და კოლუმბიაში გაემგზავრა, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდება

მექსიკური ელ უნივერსალი: მექსიკის ქალაქ გუერეროში მოკლული 10 მუსიკოსიდან ხუთის ცხედარი, დაკრძალვისათვის თავიანთ ოჯახებს გადაეცათ

არგენტინული ლა ნასიონი: რომის პაპის ფრანცისკას, ქალაქ ბუენოს აირესში არსებულ სახლში  ბომბის განგაში გამოცხადდა, მაგრამ, საეჭვო ყუთში მხოლოდ ნაგავი აღმოაჩინეს

ფრანგული ლე მონდი: ბრიტანეთის არასამთავრობო ორგანიზაცია ოქსფამის კვლევის თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი, დღეში 5 დოლარზე ნაკლები შემოსავლით ცხოვრობს

ლე ფიგარო:  ბერლინის  ლიბიის კონფერენციაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ შეიარაღებაზე დაწესებული ემბარგო შეასრულონ

რუსული გაზეთი კომერსანტი: რუსეთში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ჩასატარებელი რეფერენდუმის სავარაუდო თარიღი 12 აპრილია

რუსული საინფორმაციო სააგენტო ტასი: დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთთან და ჩინეთთან კარგი ურთიერთობები,  აშშ-სთვის მეტად სასარგებლოა

რია ნოვოსტი:  უცხოელებზე  უძრავი ქონების გაყიდვებით  რუსებს, თურქეთში მესამე ადგილი უკავიათ



მსგავსი ინფორმაციები