უცხოური პრესა 16.01.2020

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

1341850
უცხოური პრესა 16.01.2020

 

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

„ალ-შარქ ალ-ავსატი“: რუსეთის ლიდერმა პუტინმა, რეფორმების განხორციელების მოწოდების შემდეგ ახალი პრემიერ-მინისტრი დანიშნა.

„ალ-აიამი“ (ბაჰრეინი): კანადის ტრანსპორტის მინისტრი: ირანში ჩამოვარდნილ უკრაინულ თვითმფრინავს კანადელი ექსპერტების ჯგუფი გამოიკვლევს.

„ალ-რაია ალ-კატარია“ (ყატარი): იდლიბში ასადის რეჟიმისა და რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა.

რუსული საინფორმაციო ვებგვერდი „გაზეტემ.რუ“: პუტინის სისტემის რეფორმირების მოთხოვნამ მთავრობის გადადგომა გამოიწვია.

„ლენტა.რუ“: პუტინს სურს შეცვალოს კონსტიტუცია.

რუსული საინფორმაციო საიტი „რია.ნოვოსტი“: ჩეჩნეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ კადიროვი ავადაა.

„ფრანსე 24“: დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხში სენატი ერთვება

„ლე პარიზიენ“: (საფრანგეთში) საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ ახალი დემონსტრაციების გამართვის წინა დღეს მთავრობა ტონს ამკაცრებს.

„ლიბერასიონი“: 2018 წელს საფრანგეთში პესტიციდების გაყიდვები სწრაფად გაიზარდა.

„ელ პაისი“: (ესპანეთი) სასამართლომ, მემარცხენე პარტია პოდემოსის გენერალური თავმჯდომარის და ვიცეპრემიერის იგლესიასს სამართლიანობასთან დაკავშირებული კრიტიკის შემდეგ "ინსტიტუციური პასუხისმგებლობით” მოქმედება მოითხოვა.

„ელ მუნდო“: (ესპანეთი) სანჩესის მთავრობას ასევე ექნება უფლება აირჩიოს ესპანეთის ფინანსური პასუხისმგებლობის დამოუკიდებელი ორგანოს (AIReF) შემდეგი პრეზიდენტი.

„ტელესური“: (ვენესუელა) ჩილეს პრეზიდენტმა პინერამ განაცხადა, რომ სახელფასო სისტემაში ახალი რეფორმა გატარდება.

„დოიჩე ველე“: ირანი ევროპას აშინებს: თქვენს ჯარისკაცებს შეიძლება საფრთხე ემუქრებოდეს

„ზუიდდოიჩე ცაიტუნგი“: გერმანიის ეკონომიკამ იმპულსი დაკარგა

„ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი“: გერმანიის თავდაცვის მინისტრი ანნეგრეტ კრამპ-კარენბაუერი იორდანიაში მყოფ ჯარისკაცებს ეწვია.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები