უცხოური მედია 06.12.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

უცხოური მედია 06.12.2019

გთავაზობთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან

„ცაით.დე“ (გერმანია): ერდოღანმა განაცხადა: სირიის სამიტი ევროპელებთან ერთად ჩატარდება.

„ცდფ.დე“: (გერმანია): პროვინციები კლიმატური ცვლილებების პაკეტზე ზეწოლას ახორციელებენ.

„დოიჩე ველე“ (DW): შინაგან საქმეთა სამინისტრო: დანაშაულის ჩამდენი სირიელების დეპორტაცია განხორციელდეს.

„ალ-რაი ალ-კატარია“ (კატარი):  ისრაელმა, იერუსალიმში 165 საცხოვრებელი სახლი დაანგრია.  

საუდის არაბეთის ინგლისურენოვანი გაზეთი „ალ შარქ ალ ავსათი“:   აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ირანში საპროტესტო აქციების ჩახშობას, „საშინელი“ და „სასტიკი“ უწოდა.

„ვათანი“ (ომანი): პალესტინა: ისრაელის მიერ ახალი უკანონო მშენებლობების გაგრძელება, რეგიონში მშვიდობის დამყარებას უშლის ხელს.

„ლე მონდე“ (საფრანგეთი): საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეთა დემონსტრაცია საფრანგეთში. 5 დეკემბრის აქციების წარმატებულად ჩავლის შემდეგ კოოპერატივები სამომავლო გეგმებზე ფიქრობენ.

„ლე პარიზიან“ (საფრანგეთი): პსჟ-გალათასარაის მატჩთან დაკავშირებით უმაღლესი  დონის უსაფრთხო ზომები იქნა მიღებული.  

„ლე ფიგარო“: ევროპის ქვეყნები, ირანს ბალისტიკური რაკეტების შემუშავებაში ადანაშაულებენ.

„ლე მუნდო“ (ესპანეთი): ესპანეთის მეფე, პრემიერ-მინისტრ, პედრო სანჩესს მომავალი კვირის ოთხშაბათ დღეს მთავრობის შექმნას დაავალებს.

„ელ პაისი“ (ესპანეთი): მაურიციო მაკრიმ არგენტინის პრეზიდენტის სავარძელს ოპტიმისტურად დაემშვიდობა.

„ლა-ტერცერა“ (ჩილე): ჩილეს ცენტრალური ბანკი ვარაუდობს, რომ 2020 წლისთვის უმუშევართა რიცხვი 10%-ს გასცდება.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ვესტი“: აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუს დიპლომატებზე ვიზის გაუცემლობის სკანდალით დაინტერესდება.

რუსული  გაზეთი  „კომერსანტი“: ამერიკის ყოფილი ელჩი რუსეთში, ჯონ ჰანტსმანი აცხადებს, რომ აშშ-ში 2020 წელს ჩასატარებელ  საპრეზიდენტო  არჩევნებში,  რუსეთი ჩაერევა.

რუსული სააგენტო „ტასი“: „ტრანსნეფტი“ 2030 წლამდე უკრაინის გავლით ნავთობის ტრანსპორტირებისათვის  106,7 მილიარდ რუბლს გადაიხდის.

 


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , უცხოური მედია

მსგავსი ინფორმაციები