უცხოური მედია 05.12.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

უცხოური მედია 05.12.2019

 

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

„ცაით.დე“: მერკელმა და ტრამპმა NATO-ს სამიტი წარმატებულად მიიჩნიეს.

„დოიჩე ველე: ისინი, ვინც გერმანიიდან ემიგრაციაში წავიდნენ, ძირითადად მეცნიერები არიან.

„ჰეიბრონერ-შტიმე“: იუნესკოს ანგარიშის თანახმად, გერმანია მაგალითად უნდა იქნას გამოყენებული ზრდასრულთა განათლების სფეროში.

„ელ პაისი“ (ესპანეთი): ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა კოლუმბიაშო ბოლო ორი კვირაში ჩატარებულ მესამე საყოველთაო გაფიცვაში.

„ეი ბი სი“ (ესპანეთი): ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა პირისპირი შეხვედრა გამართა თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან.

„ტელესური“ (ვენესუელა): არგენტინიდან ადამიანის უფლებებების კუთხით ვითარების შესასწავლად ბოლივიაში ჩასულმა დელეგაციამ გამოაცხადა, რომ ქვეყანაში ადგილი აქვს ადამიანის უფლებების დარღვევას.

„ალ-შარქ ალ-ავსატი“: 23 წლის პაუზის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები პირველად გაცვლის ელჩებს სუდანთან.

„ალ-ქუდს ალ-არაბი“: ერდოღანი: ჩვენ სირიის ტერიტორიაზე თვალი არ გვიჭირავს და ხარბები იქედან უნდა გამოვიდნენ.

„ალ ჯაზირა“: ლიბანის პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასადგენად საჭირო მოლაპარაკებების დაწყების თარიღი დაასახელა.

„ფრანსე 24“ - 5 დეკემბრის გაფიცვა: საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მობილიზაციის მიზეზები.

„ლე პარიზენი“ - ქალაქ ვირი-შატილონში პოლიციელების დაწვის ფაქტთან დაკავშირებული ბრალდებულებს 10-დან 20 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს.

„ლე მონდი“ - მოპარული ვიდეოს გამოქვეყნებამ NATO-ს სამიტზე ტრამპსა და ტრუდოს შორის დაძაბულობა ექმნა.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“: რუსეთი უპასუხებს გერმანიის მიერ ორი რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევებას.

საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი": პუტინმა თქვა, რომ ბულგარეთმა შეგნებულად შეანელა გაზსადენის „თურქული ნაკადის“ მშენებლობა.

„გაზეტემ.რუ“: პესკოვი: NATO-ს ბიუჯეტის გაზრდის შესახებ: ეს ჩვენთვის შემაშფოთებელია.


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , უცხოური მედია

მსგავსი ინფორმაციები