უცხოური მედია 04.12.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

უცხოური მედია 04.12.2019

გთავაზობთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან

„ალ-რაი ალ-კატარია“ (კატარი): ერაყში საპროტესტო აქციები არ წყდება.

„ვათანი“ (ომანი): პრინცი უილიამი   სამ დღიანი  ოფიციალური ვიზიტით ომანს ეწვია.

„ნტვ.დე“: ლონდონში ოთხთა სამიტი - კანცლერი მერკელი ერდოღანთან შეხვედრას დადებითად აფასებს.

„დოიჩე ველე“ (DW): გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ახალი აეროპორტი 2020 წლის 31 დეკემბერს გაიხსნება. აეროპორტი, რომლის გახსნაც რამდენიმეჯერ გადაიდო, მშენებლობა 2006 წელს დაიწყო.

გერმანული გამოცემა „ჰანდელსბლატი“: ელექტრო ავტომობილების მწარმოებელი კომპანიები მომდევნო სამი წლის განმავლობაში მსოფლიო მასშტაბით მუშახელის სულ მცირე 10 ათასით შემცირებას გეგმავენ.

„ელ-პაისი“ (ესპანეთი): ვენესუელამ მომავალი არჩევნებისთვის საერთაშორისო დამკვირვებლები ქვეყანაში მიიწვია.

„მილანო.კომ (მექსიკა): ლებარონის ოჯახის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულები მხოლოდ განტევების ვაცებს წარმოადგენენ.

„ლა ვანგარდია“ (ესპანეთი): მელანია ტრამპი, „თეთრი სახლის მონა ლიზა“. პირველი დედის ცხოვრების აღმწერი წიგნი გამოიცა.

რუსული სააგენტო „რია-ნოვოსტი“:   აშშ-მ ამჯერადაც არ მისცა  რუსულ დელეგაციას ვიზა.

„ლენტა.რუ“: გერმანიამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ  აშშ,  „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის გამო მას  სანქციებს დაუწესებს, შესაბამისად უპასუხებს.

რუსული სააგენტო „ტასი“: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ნორმანდიის ოთხეულის“ შეხვედრის დეტალები გაასაჯაროვა.

„ლე მონდე“ (საფრანგეთი): ლონდონში ტრამპმა და მაკრონმა, ნატო-სა და სირიასთან დაკავშირებით მათი უთანხმოებები დააყენეს დღის წესრიგში.

„ლე პარიზიან“ (საფრანგეთი): 5 დეკემბრის გაფიცვა: საფრანგეთში მატარებლების 90%-ი  არ იმუშავებს.

„ლე სოირი“ (ბელგია): ევროპაში  გარემოს მომავლისათვის პესიმისტურად არიან განწყობილი.  


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , უცხოური მედია

მსგავსი ინფორმაციები