უცხოური მედია 03.12.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

უცხოური მედია 03.12.2019

 

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

„ალ-რაია ალ-კატარია“ (ყატარი): თურქეთი: ლიბიასთან დადებული შეთანხმება კანონიერია.

„ვათანი“ (ომანი): სირიაში ნაღმის აფეთქების შედეგად სამი რუსი ჯარისკაცი დაიჭრა.

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი „ალ-შარქ ალ-ავსატი“: ირანში მიმდინარე დემონსტრაციები არის ყველაზე სისხლიანი ბოლო 40 წლის განმავლობაში.

„ელ პაისი“ (ესპანეთი): ესპანეთის მეფე ფელიპ VI: ”ვერანაირი საზღვარი ვერ დაგვიცავს გლობალური დათბობისაგან”

„ელ მუნდო“ (ესპანეთი): სანჩესის მთავრობა მიზნების განსახორციელებლად ორ თვეში იძულებულია 35 მილიარდი ევროს წყარო მოიძიოს.

„კლარინი“ (არგენტინა): ბრაზილიის პრეზიდენტმა ბოლსონარომ ალუმინის და ფოლადის გადასახადებზე ისაუბრა: იმედი მაქვს, რომ ტრამპი გაგვიგებს და არ დაგვსჯის ”.

„ლე ტემპსი“ (შვეიცარია): ვაშინგტონს სურს მაღალი გადასახადების დაწესება ფრანგულ პროდუქციაზე.

„ლე პარიზიენ“: 5 დეკემბერს საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გასამართი მიტინგი, ნატო-ს სამიტი… (საფრანგეთის პრეზიდენტის სასახლე) ელისეისთვის ამ კვირაში რისკები მაღალია.

„ლე მონდი“: პარიზის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ქუჩებში არსებული დაბინძურება, საარჩევნო კამპანიების საფუძველს წარმოადგენს.

„დოიჩე ველე“: ევროპელი ლიდერები ერდოღანთან ერთად მაგიდასთან სხედან

„შპიგელ ონლაინი“: კლიმატის ცვლილებებში შეუქცევადი წერტილისკენ მივდივართ.

„ფოკუს ონლაინი“: თავშესაფრის მოთხოვნაზე განმეორებით მიმართვის პრობლემა. გერმანიაში 4916 ადამიანია, რომელმაც თავშესაფარი უკვე მესამედ მოითხოვა. 294-მა ადამიანმა სულ მცირე მეხუთეჯერ მოითხოვა თავსესაფარი.

„ტასი“: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ NATO-ს განახლება გარდაუვალია.

„რია ნოვოსტი“: თურქეთი რუსეთის Su-35-თან დაკავშირებულ წინადადებას განიხილავს.

„ლენტა.რუ“: რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს რუსული პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე სმარტფონებისა და კომპიუტერების გაყიდვას.


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , უცხოური მედია

მსგავსი ინფორმაციები