უცხოური მედია 29.11.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

უცხოური მედია 29.11.2019

გთავაზობთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან

„ალ-რაი ალ-კატარია“ (კატარი): თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისლამურ სამყაროს მოუწოდა: „ჩვენ უნდა ვენდოთ საკუთარ თავს და გავაცნობიეროთ ჩვენი ძალა“.

საუდის არაბეთის ინგლისურენოვანი გაზეთი „ალ შარქ ალ ავსათი“:   ერაყის სამხრეთში სისხლისღვრა გრძელდება. ნასირიაში გლოვა გამოცხადდა. ზიკარში კი სარდალი გადააყენეს.

„ვათანი“ (ქუვეითი) 31 ერაყელის მკვლელობის შემდეგ ... ზიკარის გუბერნატორი გადადგა.

„დოიჩე ველე“ (DW): გერმანიაში „არარეგისტრირებული“ დანაზოგი 235 მილიარდ ევროს შეადგენს.

გერმანული გაზეთი „დი ველტი“: გერმანიაში ასი ათასზე მეტ კომპანიას საინფორმაციო ტექნოლოგიების ექსპერტები ესაჭიროება.

„შპიგელ.დე“:  საავტომობილო მწარმოებლები,  ევროპაში,  2021 წლიდან გაყიდული ყველა ახალი მანქანის საწვავის ფაქტობრივ მოხმარებას შეატყობინებენ.

„ელ-პაისი“ (ესპანეთი): ესპანეთში სოციალისტები 2020 წლის ბიუჯეტის მოგვარების  გზას ეძებენ.  

„ელ მუნდო“ (ესპანეთი): ესპანეთის მთავრობა, 1 იანვრიდან საჯარო მოხელეებისათვის ხელფასების ზრდის საკითხის განხილვას თავს არიდებს.

„ტელესური“ (ვენესუელა): კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიმდინარე გაფიცვებს,  კაუკის დეპარტამენტის ადგილობრივი მესაზღვრეებიც უჭერენ მხარს.

„ფრანსე 24“ - აშშ-ს პრეზიდენტმა  დონალდ ტრამპმა,   ავღანეთში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ თალიბებთან მოლაპარაკებების განახლებას აპირებს.

„ლე მონდე“ (საფრანგეთი): „შავი პარასკევი“: საფრანგეთში, ამაზონის და არასაჭირო ხარჯვების წინააღმდეგ აქცია გამართეს.

ფრანგული გამოცემა „ლიბერასიონი“: ჯანდაცვა:  2019 წელს დაბადებული ბავშვები მთელი ცხოვრების მანძილზე  დაზარალდებიან კლიმატის ცვლილებით.

რუსული სააგენტო „რია-ნოვოსტი“:   უკრაინის პარლამენტში,  უმაღლესმა  რადამ რუსეთთან ბუნებრივი აირის საკითხზე მოულაპარაკებლობის რისკები განიხილა.  

რუსული სააგენტო „ტასი“: ინგლისის თავდაცვის მინისტრმა, რუსეთის, ნატო-სათვის საფრთხეებზე ისაუბრა.

რუსული გამოცემა „იზვესტია“: ბლაგოვეშენსკში, რუსეთ-ჩინეთის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა.


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , უცხოური მედია

მსგავსი ინფორმაციები