უცხოური მედია 15.11.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1307087
უცხოური მედია 15.11.2019

გთავაზობთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან

საუდის არაბეთის ინგლისურენოვანი გაზეთი „ალ შარქ ალ ავსათი“: პრეზიდენტი ერდოღანი: საზენიტო-სარაკეტო სისტემა S-400-ებზე უარს არ ვიტყვით.

„ალ-რაი ალ-კატარია“ (კატარი): ერაყი: მიმდინარე აქციების დროს დაღუპულები და დაშავებულები ... ალ  სადრი საყოველთაო გაფიცვებს აანონსებს.

„ვათანი“ (საუდის არაბეთი): ქუვეითის მთავრობა გადადგა.

„ტელესური“ (ვენესუელა): გაერომ ბოლივიაში ახალი სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა.

„ელ მუნდო“ (ესპანეთი): ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, ხუან გუაიდოს მიერ გასამართი აქციების წინააღმდეგ მოსახლეობის შეიარაღებას განაგრძობს.

„ინფობეა“ (არგენტინა): ჩილეში პოლიტიკური პარტიები ახალ კონსტიტუციაზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ. ქვეყანამ კი  დილა  ახალი მაშტაბური აქციებით დაიწყო.

რუსული „ლენტა.რუ“:   აშშ-მ,  სპარსეთის ყურის ქვეყნების S-400-ის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ამ რეგიონებში F-35-ის გაყიდვების დაჩქარებაზე უარი თქვა.

რუსული სააგენტო „ტასი“: გაეროში,  რუსეთის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილემ, აშშ-ს მოუწოდა სირიიდან  გატაცებული ნავთობი უკან დააბრუნოს.

რუსული გამოცემა „იზვესტია“: მინსკიდან ჩამოსულმა თვითმფრინავმა მოსკოვის შერემეევის აეროპორტში სხვა თვითმფრინავს შეეჯახა.

ფრანგული გამოცემა „ლიბერასიონი“: მისი სახელი იყო სილვია, ის 40 წლის იყო, იგი მოკლეს.

„ფრანსე 24“ - საფრანგეთში მედპერსონალი გაფიცვებს აწყობს. მაკრონი კი დამაჯერებელ დაპირებებს იძლევა.

„ლე პარიზიან“: საფრანგეთის ზოგიერთ  რეგიონებში თოვლის სახით მოსული უხვი ნალექის გამო ერთი ადამიანი დაიღუპა, გზები ჩაიკეტა, 140 000-მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

„დოიჩე ველე“ (DW): გერმანიაში სკოლებში  წითელას ვაქცინა სავალდებულო გახდა.

გერმანული გაზეთი „დი ველტი“: თურქეთმა,  დაეში-ს ტერორისტების  რეპატრიაციის შემდეგ ახლა მათი მეუღლეების დეპორტაცია დაიწყო.

„სტერნ.დე“: აშშ-ში ერთ-ერთ სკოლაში,  მოსწავლემ მისი ორი მეგობარი მოკლა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #უცხოური მედია

მსგავსი ინფორმაციები