უცხოური მედია 08.11.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

უცხოური მედია 08.11.2019

გთავაზობთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან

„ალ-რაი ალ-კატარია“ (კატარი): ამერიკული საზოგადოებრივი პოლიტიკური ჟურნალი NewsWeek: მთავრობა რომც გადადგეს, ერაყში სამოქალაქო ომი არ დაიწყება.

საუდის არაბეთის ინგლისურენოვანი გაზეთი „ალ შარქ ალ ავსათი“: ერაყის მთავრობისგან, ბაღდადში მიმდინარე აქციების გაკონტროლების მცდელობისას, მრავალი ადამიანი დაიღუპა.

„ალ-რაი ალ-კატარია“ (კატარი): ტერ-ორგანიზაცია,  დაეში-ს ლიკვიდირებული ე.წ. ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ოჯახის წევრები თურქი სამართალდამცველების ხელში არიან.

„ელ-პაისი“ (ესპანეთი): ესპანეთში 10 ნოემბერს ვადამდელი არჩევნებია. პარტიები ამომრჩევლების დარწმუნებას ცდილობენ.

 „ლა-ტერცერა“ (ჩილე): აქციები ჩილეში: რატომაა, რომ მთავრობას ქუჩების გაკონტროლება ასე ურთულდება?

„ელ უნივერსალ“ (მექსიკა): ცნობილი მექსიკელი ნარკობარონის ხუაკინ გუზმანის, მეტსახელად, „ელ ჩაპო“-ს საცხოვრებელი სახლები იყიდება.

„ლე მონდე“ (საფრანგეთი): ყვითელჟილეტიანები: 2018 წლის ნოემბრიდან, 2019 წლის ივნისამდე  3000-ზე მეტი დაკავებულის განაჩენი იქნა გამოტანილი.

„ლე პარიზიან“: ფრანგმა სენატმა, რომელმაც თავსაბურიანი მუსლიმი  ქალები „ჰელოუინის“ ჯადოქრებს შეადარა, არანაირი სასჯელი არ მიუღია.

„ლე ფიგარო“: გუანტანამო: წამების საკითხები ფრანგულ სასამართლოებში კიდევ ერთხელ გახდა განხილვის თემა.

„დოიჩე ველე“ (DW): ახალი საფრთხე სირიაში: დაჭერილი დაეში-ს წევრები.

გერმანული გაზეთი „ველტი“: მერკელის კრიტიკა მაკრონს: ნატო ჩვენი უსაფრთხოების საფუძველია.

 გერმანული ტელეარხი ზდფ: აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება.

რუსული სააგენტო „რია-ნოვოსტი“:  ერდოღანმა განაცხადა, რომ  აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ოჯახის 13 წევრი დააკავეს.

რუსული სააგენტო „ტასი“: რუსული ვერტმფრენები, სირიის ჩრდილოეთში ყოველდღიურ საპატრულო ფრენებს განახორციელებენ.

რუსული გამოცემა „იზვესტია“: პენტაგონმა აღიარა, რომ ჰიპერსერონული იარაღის საკითხში რუსეთს ჩამორჩება.

 


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , უცხოური მედია

მსგავსი ინფორმაციები