უცხოური მედია 09.05.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1198055
უცხოური მედია 09.05.2019

 

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

გერმანული საინფორმაციო პორტალი ard.de: გერმანიაში 2020 წლიდან გაიზრდება საბინაო დახმარება.

„დოიჩე ველე“: გერმანია ემზადება გააადვილოს კვალიფიციური შრომითი მიგრაცია.

საინფორმაციო ვებგვერდი zdf.de: გერმანიაში აშშ-ს ელჩი, გერმანიას ნატოს ხარჯებში ორპირობაში ადანაშაულებს.

გაზეთი „ალ შარქ ალ ავსათი“: ტრამპმა განაცხადა, რომ ახალ სანქციებს აწესებს ირანის წინააღმდეგ და უფრო მეტით დაიმუქრა.

„ალ ქუდუს ალ არაბი“: რიად მანსური: საუკუნის შეთანხმება ნიშნავს პალესტინის ხალხის დანებებას, ეს კი არ მოხდება.

„ალ რაია ალ კატარია“: მალე იუნესკო განიხილავს კატარელებისათვის ჰაჯსა და უმრეზე წავლის  აკრძალვის საკითხს.

„ელ პაისი“ (ესპანეთი): ვენესუელის სადაზვერვო ჯგუფებმა, გუადიოს გეგმის მხარდაჭერის შემდეგ ხელშეუხებლობა მოუხსნეს და დააკავეს ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე ედგარ ზამბრანო.

„ელ უნივერსალი“ (მექსიკა): ბიზნესმენმა კარლოს სლიმმა თავის თავზე აიღო მადრიდში მდებარე სანტიაგო ბერნაბეუის სტადიონის ახალი დიზაინის ხარჯები.

„ლა ვანგარდია“ (ესპანეთი): ბაქტერიის წინააღმდეგ ბრძოლისათვის შექმნილმა ვირუსებმა 15 წლის გოგონას სიცოცხლე გადაარჩინა.

„ლე მონდე“: სახელმწიფო მოხელებს გაფიცვისა და მთელს საფრანგეთს აქციებისკენ მოუწოდეს.

„საფრანგეთი 24“: "ალჟირის ხოცვა-ჟლეტა: სხვა „1945 წლის 8 მაისის“ აღსანიშნავად პარიზში დემონსტრაცია ჩატარდა.

„ლე ფიგარო“: ტურიზმი: საფრანგეთის ტურიზმის სექტორი ჩინელი ტურისტების მოთხოვნებს ეწყობა.

გაზეთი „კომერსანტი“: თურქეთმა გადაწყვიტა არ დააწესოს დამატებითი საბაჟო გადასახადი რუსულ ფოლადზე.

გაზეთი "იზვესტია": ვლადივოსტოკში პირველი საარტილერიო სალუტით დაიწყო მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღნიშვნა.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“: სამაშველო ჯგუფებმა ალთაის მთებში ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული 7 ადამიანიდან მეოთხის ცხედარს მიაგნეს.


საკვანძო სიტყვები: #უცხოური მედია , #პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები