უცხოური მედია 29.04.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1191785
უცხოური მედია 29.04.2019

გთავაზობთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან

 

ალშარქ ალავსათი (ლონდონში გამომავალი არაბული გაზეთი): საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა სალმანმა, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბიზნეს პარტნიორობის საკითხი განიხილა

კატარული ალ რაია ალ კატარია: დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთს უთხრა: თქვენ მდიდრები ხართ, თქვენ გადაიხადეთ, ჩვენ კი დაგიცავთ

ლიბანური ალ ჰაიათი: ირანი, აშშ-ის ეკონომიკური სანქციების საპასუხოდ,  ჰორმუზის სრუტის გადაკეტვას და ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლას აპირებს

გერმანული სატელევიზიო არხი არდ: გერმანიამ თავისი მოქალაქეები გააფრთხილა, თავი შეიკავონ შრი ლანკაში მოგზაურობისგან

საინფორმაციო პორტალი ზდფ.დე: გერმანიაში, დაახლოებით 4 მილიონამდე მუშა, თვეში 2 ათას ევროზე ნაკლებ ხელფასს იღებს

გერმანული დოიჩე ველე: აბრეშუმის გზის ინფრასტრუქტურის პროექტებისთვის 64 მილიარდი დოლარის შეთანხმებებს მოეწერა ხელი

ესპანური ელ პაისი: საპარლამენტო არჩევნებში მართალია სოციალისტურმა პარტიამ გაიმარჯვა, მაგრამ, მას კოალიციის შექმნა მოუწევს. დიდი დამარცხება განიცადა სახალხო პარტიამ

მექსიკური ხორნადა: ქალაქ ზაკატეკასთან მომხდარ ავტობუსის ავარიას 11 მგზავრი ემსხვერპლა

ფრანგული ლე მონდი: მსოფლიოში იარაღზე დახარჯულმა თანხამ 2 ტრილიონ დოლარს მიაღწია

ფიგარო: საფრანგეთში დახლებიდან აიღეს ყველის ის სახეობა, რომლისგანაც 13 ბავშვი მოიწამლა

ლე პარიზიენი: ათასამდე ექსპერტი მაკრონს აფრთხილებს, რომ გადამწვარი ნოტრ დამის ახლიდან აშენებაში არ აჩქარდეს

რუსული საინფორმაციო სააგენტო ტასსი: რუსეთი ვერ შევიდა იმ პირველი ხუთი ქვეყნის სიაში, რომლებიც ყველაზე მეტ სამხედრო ხარჯებს ეწევიან

რუსული რამბლერ პორტალი: რუსეთის დუმას, სამუშაო დღეების შემცირების რეკომენდაცია მიეცა

რია ნოვოსტი: უკრაინის პარლამენტმა მოსკოვისგან, დონბასელებისათვის რუსული პასპორტების გაცემის თაობაზე გამოტანილი დადგენილების გაუქმება მოითხოვა

 


საკვანძო სიტყვები: #უცხოური , #პრესის , #მოკლე , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები