უცხოური მედია 19.04.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

უცხოური მედია 19.04.2019

გთავაზობთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან

 

ალშარქ ალავსათი (ლონდონში გამომავალი არაბული გაზეთი): მიღწეული შეთანხმების კვალობაზე, საუდის არაბეთში პირველი ერაყული ბანკი გაიხსნა

ალ ვათანი (კუვეიტი): ეგვიპტე, ისრაელთან და საბერძნეთთან ერთად, ‘’MEDUSA 8’’ სახელწოდების სამხედრო წვრთნებში იღებს მონაწილეობას

ლიბანური ალ ჰაიათი: დიდ ოციანთა მორიგ სამიტს, 2020 წლის ნოემბერში საუდის არაბეთი უმასპინძლებს

ესპანური ელ მუნდო: 2018 წელში 278 ვენესუელელმა შეიძინა ბინა ესპანეთში, რაც წინა წელთან შედარებით ორჯერ მეტია

ტელესური (ვენესუელა): რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სპიკერმა მარია ზახაროვამ აშშ-ს მოუწოდა, ვენესუელისადმი ძალის პოლიტიკა შეწყვიტოს

ელ ნასიონალი (ვენესუელა): აშშ-ის კონგრესმენთა ჯგუფი, ვენესუელის კრიზისის შესასწავლად, ვენესუელა-კოლუმბიის საზღვარზე იმყოფებოდა

ფრანგული ფიგარო: მიუხედავად იმისა, რომ ფრანგების 1/3 უარყოფითად ფიქრობს მაკრონზე, მისი პოპულარობა იზრდება

ლე მონდი: ლიბიის შინაგან საქმეთა მინისტრი, საფრანგეთის ხელისუფლებას, ლიბიის მეამბოხე გენერალ ჰაფტარისადმი მხარდაჭერაში ადანაშაულებს

ლე პარიზიენი: საფრანგეთის სასამართლომ,  კერძო სექტორში თავსაბურავის ტარებას ნება დართო

გერმანული საინფორმაციო პორტალი ჰოტე.ატ: პორტუგალიაში მომხდარი საგაზო ავარიის შედეგად დაღუპული 29-ვე ტურისტი, გერმანელები არიან

დოიჩე-ველე: საბერძნეთი გერმანიისგან, მეორე მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზარალის გამო, კომპენსაციას მოითხოვს

სატელევიზიო არხი არდ: გვალვა გერმანიაში: გერმანიის ზოგიერთ ნაწილში არასაკმარისი ნალექის გამო ტყის ხანძრის საფრთხე არსებობს

რუსული რია ნოვოსტი: სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივიკა დაჩიჯმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა, მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებში არ მონაწილეობის გამო, ეკონომიკურ ზარალს განიცდის

რუსული საინფორმაციო პორტალი ლენტა.რუ: საფრანგეთი, ტანკებს და ასეულობით სამხედროს მიავლენს რუსეთის საზღვარზე

რუსული საინფორმაციო სააგენტო ტასსი: რას ჰპირდებიან ამომრჩევლებს  პოროშენკო და ზელინსკი მეორე ტურში?


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , მოკლე , პრესის , უცხოური

მსგავსი ინფორმაციები