უცხოური მედია 16.04.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

უცხოური მედია 16.04.2019

 

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი „ალშარქ ალავსათ“: სუდანმა განაცხადა, რომ გააგრძელებს იემენში კოალიციის ძალების მხარდაჭერას.  

„ალ-რაია ალ-კატარია“ (კატარი): საუდის არაბეთი ალ-ქაიდასა და დაეშ-ს შორის ომს აქეზებს, რითაც იემენში ტრაგედიას იწვევს.

„ალ-ჰაიათი“ (ლიბანი): ალჟირში ზოგიერთი მერი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ეწინააღმდეგება.

სატელევიზიო არხი „არდ“: დეპორტაცია გერმანიიდან - მიგრანტების კოშმარი

„დოიჩე ველე“: Deutsche-ს და Commerzbank-ის გაერთიანება - წინასწარი გადაწყვეტილების თარიღი ახლოვდება

„შპიგელ ონლაინი“: პარიზის კათედრალი - ნოტრ-დამის ხანძარზე კონტროლის დამყარება მოხერხდა

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“: თურქეთის ფინანსთა და ხაზინის მინისტრი ბერათ ალბაირაქი რუსული S-400-ების გაგზავნის საკითხზე ტრამპს ესაუბრა.

რუსული საინფორმაციო ვებსაიტი Lenta.ru: რუსეთმა სირიიდან გაიტანა მოსადის აგენტის, სიკვდილით დასჯილი ელი კოენის ცხედარი, რომელმაც 60-იან წლებში სირიის დოკუმენტების შინაარსი გაჟონვა მოახერხა

რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“: რუსეთი გეგმავს ფასიანი გზაჯვარედინების შექმნას. ფასიანი გზაჯვარედინები დაეხმარება რუსეთში საგზაო მოძრაობის პრობლემის მოგვარებას.

„ელ პასი“ (ესპანეთი): ევროპის კულტურის სიმბოლო ნოტრ-დამის კათედრალში ხანძარი გაჩნდა

„ლა ვანგარდია“ (ესპანეთი): ეკვადორის პრეზიდენტმა ლენინ მორენომ განაცხადა, რომ ჯულიან ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოს "ჯაშუშობის ცენტრად" იყენებდა

„ლა ნაციონ“ (კოსტა რიკა): ვენესუელას პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს კოსტა რიკაში მდებარე ვენესუელას საელჩოში მომსახურე დიპლომატებმა ამ ქვეყნის მიერ დეპორტაციის შემდეგ ქვეყანა დატოვეს და იმავე დღეს როგორც ტურისტები ისევ უკან შევიდნენ.

„ლე მონდე“ - ნოტრ-დამი: რამდენიმე საათიანი ბრძოლის შემდეგ მეხანძრეებმა ხანძარზე კონტროლი დაამყარეს

„საფრანგეთი 24“: ემანუელ მაკრონმა ნოტრ-დამის ხანძრის გამო მოსახლეობისადმი სიტყვით მიმართვა გადადო

„ლე ფიგარო“: მსოფლიოში წითელას შემთხვევები 300% -ით გაიზარდა (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია)


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , უცხოური მედია

მსგავსი ინფორმაციები