უცხოური მედია 15.04.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1183473
უცხოური მედია 15.04.2019

 

გთავაზობთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან

 

ალშარქ ალავსათი (ლონდონში გამომავალი არაბული გაზეთი): სუდანი, ქვეყნის ხელმძღვანელად არა სამხედროს არჩევით, სამოქალაქო საზოგადოებისკენ მიილტვის

 კატარული ალ რაია ალ კატარია: უსაფრთხოების თვალსაზრისიდან გამომდინარე, ისრაელის დელეგაციამ ბაჰრეინში ვიზიტი გააუქმა

ლიბანური ალ ჰაიათი: ლიბიაში შეტაკებები ახლიდან დაიწყო და მას უკვე 21 კაცი შეეწირა

ესპანური ლა ვანგარდია: ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, კატალონიის საკონსტიტუციო რეფორმის მხარდამჭერთა რაოდენობა იზრდება

ელ კომერსიო (პერუ): მაიკ პომპეოს აზრით, ნიკოლას მადუროს  ვენესუელაში  მომავალი აღარ აქვს

ელ უნივერსალი (ვენესუელა): ამერიკის კონტინენტის 14 სახელმწიფოსგან შემდგარი ლიმას ჯგუფი,  ჩილეს დედაქალაქ  სანტიაგოში დღეს შეიკრიბება და ვენესუელაში შექმნილ ვითარებას განიხილავს

რუსული საინფორმაციო სააგენტო ტასსი: ჩრდილოეთ კორეული მედიის ცნობით, ამ ქვეყნის ლიდერი კიმ იონგ უნი, რუსეთს მომავალ კვირას ეწვევა

რუსული საინფორმაციო პორტალი ლენტა.რუ: რუსი ბიზნესმენის, ოლეგ დერიპასკას კუთვნილი კომპანია რუსალი, რომელსაც აშშ-მა სანქციები მოუხსნა,  ამერიკის შეერთებულ შტატებში  ალუმინის ქარხანას აშენებს

ელექტროაუტო ნევს.ნეტ: ზოგიერთი ცნობებით, თურქეთი ადგილობრივი ელექტრო ვოლცვაგენის შექმნას გეგმავს

გერმანული დოიჩე ველე: ნიგერიელი ლტოლვილები გერმანიაში ეძებენ თავშესაფარს

შპიგელ ონლაინე: გერმანიის სოციალურ-დემოკრატიული პარტია, კანცლერ ანგელა მერკელს, უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოსთან მოლაპარაკებებისთვის, აკრიტიკებს

ფრანგული ლე პარიზიენი: აშშ-ი, საფრანგეთთან ერთად, ვენესუელასათვის დახმარების ფონდის შექმნას აპირებს

ლე ფიგარო: ტრამპი და ნეთანიაჰუ ახლო აღმოსავლეთის ახლიდან აალებას ცდილობენ

შვეიცარული ლე ტამპსი: საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში ყვითელ ჟილეტიანებმა დაძაბულობა გაზარდეს



მსგავსი ინფორმაციები