უცხოური მედია 11.04.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

უცხოური მედია 11.04.2019

 

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

„ალ შარქ ალ ავსათი“: ინფორმაციები სუდანში სამხედრო გადატრიალების შესახებ: სუდანის შეიარაღებული ძალები მალე განცხადებას გაავრცელებენ.

„ალ-რაია ალ-კატარია” (კატარი): კატარის ვიცეპრემიერი ალ თანი საგარეო საქმეთა მინისტრ ჩავუშოღლუს ესაუბრა.

„ალ-რიადი“ (საუდის არაბეთი): ირანის რევოლუციური გვარდიის ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეტანა ამერიკა-საუდის არაბეთის კოორდინაციის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია.

„ლე ფიგარო“ (საფრანგეთი): ლიბია: გაერომ ტრიპოლის სამხრეთში ძლიერი შეტაკების შემდეგ „ცეცხლის შეწყვეტა“ მოითხოვა.

„ლე პარიზიენი“ (საფრანგეთი): ერაყმა 1.8 მილიარდი ევროს სანაცვლოდ უცხოელი ტერორისტების გასამართლების წინადადება წამოაყენა

„ლე ტემპსი“ (შვეიცარია): დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ბრექსტის 31 ოქტომბრისთვის  გადადებაზე შეთანხმდნენ

„ელ პაისი“ (ესპანეთი): 28 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი ესპანელების მხოლოდ 8%-მა გააკეთა მიმართვა.

„პრენსა ლატინა“ (კუბა): კუბამ „რევოლუციის უწყვეტობის გარანტირების“ ახალი კონსტიტუცია გამოაცხადა

„ლა რეპუბლიკა“ (კოლუმბია): აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კოლუმბია, ნარკო და კრიმინალური დაჯგუფებების დამნაშავეების, მის ქვეყანაში „განზრახ“ გაგზავნაში დაადანაშაულა

„ზუდდოიჩე ცაითუნგი“: ტრანსპორტირების ტაძარი: XVI საუკუნის ისტორიული ძეგლი შეიძლება იყოს სტამბოლის აეროპორტის არქიტექტურული ინსპირაცია.

„დოიჩე ველე“: უკეთესი გერმანული უკეთესი ჰარმონიაა? ბევრი მიგრანტი სამსახურში მიმართვის დროს ენობრივი პრობლემების წინაშე დგება

„არდ“: ფარდობითობის თეორიის მტკიცებულება - მეცნიერებმა შავი ხვრელის პირველი ფოტოები გაავრცელეს

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“: რუსეთის დუმას თავმჯდომარის მოადგილემ, ტოლსტოიმ განაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რუსეთის გამოწვევის გადაწყვეტილება რუსეთის დელეგაციის უფლებების დაცვის გარანტიას მოკლებულია.

რუსული საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი": რუსეთში „უდავ“-ის იარაღის მასობრივი წარმოების ნებართვა გაიცა.

რუსული ვებსაიტი „ლენტა.რუ“: აშშ-ს სურს რუსეთთან გაფორმებული სტრატეგიული თავდასხმის იარაღის შემცირების ხელშეკრულების (Strategic Arms Reduction Treaty) ვადა გაახანგრძლივოს.


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , უცხოური მედია

მსგავსი ინფორმაციები