უცხოური მედია 09.04.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

უცხოური მედია 09.04.2019

 

გთავაზობთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან

 

ალშარქ ალავსათი (ლონდონში გამომავალი არაბული გაზეთი): ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამმერ კადაფის მოკვლამდის, მას მოუსწრია 30 მილიონი დოლარის ოდენობის თანხის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გადამალვა

კატარული ალ რაია ალ კატარია: ბრიტანეთის მიერ საუდის არაბეთისათვის სამხედრო იარაღის მიწოდების დაბრკოლების მიზნით ახალი დავა გაიხსნება.

ალ-რიადი (საუდის არაბეთი): ირანმა, აშშ-ს არმია ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

გერმანული დოიჩე ველე: პუტინი, თურქეთისათვის უფრო მეტი სამხედრო იარაღის მიწოდებით, ერდოღანთან თანამშრომლობის გაღრმავება-გაფართოებას აპირებს

სატელევიზიო არხი არდ: ისრაელში დღეს საპარლამენტო არჩევნებია და იგი ნეთანიაჰუსათვის საბედისწეროს წარმოადგენს

შპიგელ ონლაინე: ხაშოგის მკვლელობის გამო. ვაშინგტონმა საუდის არაბეთის 16 მოქალაქეს ამერიკაში შესვლა აუკრძალა

ბოლივიური საინფორმაციო პორტალი პაგინა: ბოლივიის პრეზიდენტის ვიზიტი ანკარაში, ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობების დაახლოება-განვითარებას

ესპანური ელ პაისი: ლიტვის საკალათბურთო კლუბის წევრებით სავსე თვითმფრინავმა, აფრენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, ავარიული დაშვება განახორციელა გეტაპეს ბაზაზე

შვეიცარიული ლა ტემპსი: ბრიუსელი, ჩინეთის მიერ განხორციელებული ეკონომიკური თავდასხმების მოგერიებას სწავლობს

ფრანგული ფრანსე 24: ისრაელში მცხოვრები არაბი მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ამ არჩევნებზე ისინი დისკრიმინაციას განიცდიან

ლა ფიგარო:  დონალდ ტრამპმა, სადაზვერვო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება გასცა

საინფორმაციო საიტი turkrus.com: მოსკოვში "კატეგორიულობის“  სამიტი შესდგა და პირველ პრიორიტეტად, თურქეთისათვის S-400 ტიპის სარაკეტო სისტემების და ასევე სხვა სამხედრო პროდუქციის მიწოდება დაასახელეს

რუსული საინფორმაციო საიტი Haberrus.com: «პოროშენკომ არჩევნები შეაფასა და თქვა, რომ უკრაინა ან თავისუფალ ევროპას, ანდა, რუსეთის იმპერიას დაუბრუნდება

რუსული საინფორმაციო პორტალი obzorpress: "რუსეთის საერთაშორისო რეზერვებმა, ბოლო 5 წლის ყველაზე უმაღლეს დონეს მიაღწია".



მსგავსი ინფორმაციები